მარკეტერი ექსკლუზიურად წარმოგიდგენთ იასამნისფერი ჩემოდნების ინსტალაციებს საქართველოს აეროპორტებიდან. ჩვენ ამ თემაზე კომპანია ჯეოსელის მარკეტინგული კომუნიკაციების ექსპერტს – თათა ჩემიას ვესაუბრეთ.
M: მოგვიყევით როგორ გაჩნდა იასამნისფერი ჩემოდანი?
მობილური ინტერნეტი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საჭირო სერვისია ნებისმიერი ტურისტისათვის. იმისათვის რომ ადვილად გავიკვლიოთ გზა უცხო გარემოში, მოვიძიოთ ჩვენთვის საინტერესო ღირშესანიშნავი ადგილები, გავუზიაროთ ჩვენი შთაბეჭდილებები მეგობრებს სოციალურ ქსელებში სწორედ მობილური ინტერნეტი გვჭირდება. ამის გათვალისწინებით, სპეციალურად მოგზაურებისთვის ჩვენ უნიკალური პროდუქტი შევქმენით. მისი მარკეტინგული კომუნიკაციისთვის კი არჩევანი შევაჩერეთ იმ ნივთზე, რომლის გარეშეც მოგზაურობა წარმოუდგენელია – ჩემოდანზე. მას ფერი და მოცულობა დავუმატეთ, ასე გაჩნდა ჯეოსელის დიდი, იასამნისფერი ჩემოდანი.
M: სად განთავსდა იასამნისფერი ჩემოდნები?
იასამნისფერი ჩემოდნები თბილისის, ქუთაისის და ბათუმის აეროპორტებში დაბინავდებიან და ყველა მოგზაურს შეახსენებენ, რომ არსებობს ჯეოსელის ინტერნეტ – პაკეტები, რომლის მეშვეობითაც როუმინგში ყოფნისას ჯეოსელის აბონენტები ისარგებლებენ საუკეთესო ფასებით მობილურ ინტერნეტზე, რაც მთავარია, თავიდან აიცილებენ მოულოდნელ ხარჯებს.
M: რამდენად ეხება ახალი აქცია საქართველოში ტურისტად ჩამოსულ ადამიანებს?
რა თქმა უნდა ეხებათ, არ დავივიწყეთ საქართველოში ჩამომსვლელი უცხოელი ტურისტებიც. მათაც დავახვედრებთ სპეციალურ შეთავაზებას.