მ.იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი სრულად განახლდა. რამდენიმეთვიანი სარემონტო სამუშაოები დასრულდა და ჰოსპიტალი ოპერირებას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.
ინფრასტრუქტურის განახლებასთან ერთად დაინერგა ახალი პროგრამები, მათ შორის დინამო ბათუმთან დადებული ხელშეკრულების თანახმად, აკადემიის აღსაზრდელებისთვის კარდიოლოგიური კვლევების ჩატარება. მოქმედებს სპორტსმენ ბავშვთა კარდიოლოგიური სკრინინგის უფასო პროგრამა, ასევე მენჯ-ბარძაყისა და ტყვიის სკრინინგის უფასო პროგრამები. აღსანიშნავია ისიც, რომ ბათუმის იაშვილი ერთადერთი ჰოსპიტალია რეგიონში, სადაც შესაძლებელია 47 გენეტიკური ანალიზის გაკეთება ახალშობილებისთვის.
გარდა სრული პედიატრიული სერვისებისა, ჰოსპიტალს გააჩნია დედათა და ახალშობილთა სპეციალიზებული − მესამე დონის მოვლა, რაც გულისხმობს: მაღალი რისკის ორსულების მართვასა და მცირე წონის ახალშობილთა ინტენსიურ მოვლას. განყოფილებას მიღებული აქვს მნიშვნელოვანი წოდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (BFHI/UNICEF) საერთო გლობალური პროგრამის მიერ, რაც გულისხმობს „ბავშვისადმი კეთილგანწყობილი საავადმყოფოების“ სტატუსის მინიჭებას იმ ჰოსპიტლებისა და სამშობიარო ცენტრებისთვის, სადაც დედასა და ახალშობილს შორის ურთიერთკავშირისა და ძუძუთი კვების განსაკუთრებული წესები მოქმედებს. ჰოსპიტალში ფუნქციონირებს როგორც ახალშობილთა მოვლა-მეთვალყურეობის განყოფილება, ასევე ახალშობილთა რეანიმაციული განყოფილება. თითოეული განყოფილება აღჭურვილია შესაბამისი ინფრასტრუქტურით. ასევე, მომავალი დედებისთვის „მშობელთა სკოლა“, სადაც ორსულობის პერიოდის სწორად წარმართვისა და ჯანმრთელი ახალშობილის დაბადების მიზნით, ბენეფიციარ ორსულებს და/ან მათ მეუღლეებს სასწავლო/საინფორმაციო კურსის სახით 6 ინტერაქციული გაკვეთილი უტარდებათ.
„ჩვენთვის ყველაზე პრიორიტეტულია პაციენტებისათვის სრულფასოვანი და ხარისხიანი მომსახურების მიწოდება, მათ უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ პროფესიონალი გუნდისა და კომფორტული გარემოს მეშვეობით, მთელი რეგიონის მასშტაბით, უამრავი მადლიერი პაციენტი გვყავს’’, – თამარ ბახტაძე, დირექტორი.
მ.იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშთა ცენტრალური ჰოსპიტალი დასავლეთ საქართველოში ერთადერთი მულტიპროფილური სამედიცინო დაწესებულებაა, სადაც შესაძლებელია როგორც დედების, ისე ყველა ასაკის ბავშვთა სამედიცინო გამოკვლევა და სტაციონარული მკურნალობა. ჰოსპიტლის ბავშვთა გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში კი შესაძლებელია 24-საათიანი სერვისის მიღება სხვადასხვა პროფილის სომატური და ქირურგიული პაციენტებისთვის 0-დან 18 წლამდე, მათ შორის შესაძლებელია ტოქსიკოლოგიური, კარდიოლოგიური, პოლიტრავმის მქონე და ნეიროქირურგიული პაციენტების მიღება.
[R]