in ,

საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა სატელიტებთან საბრძოლველი ცენტრი შექმნა

სატელიტებს სინათლის დაბინძურებაზე უფრო საშიშ მოვლენად მიიჩნევენ

სატელიტების რაოდენობა ცაზე უფრო და უფრო იზრდება… სწორედ ამიტომ, საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა IAU სატელიტური “პლეადის” საფრთხესთან საბრძოლველად ცენტრი გახსნა. მათი აზრით, სატელიტების ჯგუფი ახლა უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენს ასტრონომიისთვის, ვიდრე გარემოსთვის გამონაბოლქვით დაბინძურებაა. IAU-მ ღამის ცის დასაცავად გაეროსთან დისკუსიებიც კი დაიწყო. 

M2
M2

სატელიტებისგან დაცვის ცენტრს გაერთიანებული სამეფოს ობსერვატორია და აშშ-ის ეროვნული სამეცნიერო ფონდი NOIRLab ხელმძღვანელობენ. როგორც ამბობენ, ათწლეულის ბოლოს ჰორიზონტზე, ნებისმიერ დროს, 5000-ზე მეტი თანამგზავრი იქნება. უფრო მეტიც, დედამიწის ირგვლივ მოძრავი ლითონის რაოდენობა სინათლეს ირეკლავს, რაც შორეულ და ბუნდოვან ვარსკვლავებსა და გალაქტიკებზე დაკვირვებას გაართულებს. 

2019 წლიდან დღემდე SpaceX-მა 2000-ზე მეტი ინტერნეტ-თანამგზავრი გაუშვა — მისი პირველი თაობის სატელიტების მხოლოდ ერთი მეექვსედი და 42 000 თანამგზავრის მცირე ნაწილი, რომლის გაშვების ნებართვაც აქვს. მისი კონკურენტი OneWeb კი დაახლოებით 2000 თანამგზავრისგან შემდგარი ჯგუფის გაშვებას გეგმავს. სხვა მოთამაშეები, მათ შორის Amazon-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯეფ ბეზოსი და ჩინეთის სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი კონსორციუმი, სატელიტების მთელი “პლეადის” აშენებას გეგმავენ.

ასტრონომებმა ეს პრობლემა Starlink-ის თანამგზავრების პირველი ჯგუფის გაშვების შემდეგ მალევე გააცნობიერეს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მოყვარული მკვლევარი ცაში მოძრავი “მარგალიტების სიმებით” მოხიბლული იყო, პროფესიონალურ საზოგადოებას ესმოდა, რომ ეს ბევრ პრობლემას წარმოქმნიდა.

Miami AD School-მა ათწლეულების კრეატიული კულტურა ერთ თამაშში ჩაატია

პირველი ტელეფონი ისტორიაში — ალექსანდერ გრეიამ ბელის ინოვაცია