3
Feb
2014

Ibaby – ახალშობილის მოვლისთვის საჭირო პროდუქცია

3 Feb 2014

Startauperi
Startauperi


Ibaby მშობლებს ახალშობილის მოვლისთვის საჭირო პროდუქციისა და ინვენტარის მთელი წლით გამოწერას სთავაზობს.

Ibaby 2012 წელს შეიქმნა. მისი ძირითადი სამიზნე ჯგუფი ახალბედა მშობლები არიან და მათ ახალშობილის მოვლის სპეციალურ პაკეტებს სთავაზობს.

კომპანიაში ამბობენ, რომ ოთხი სხვადასხვა პაკეტი, განვადებისა და ადგილზე მიტანის სერვისი, შეთავაზებას მოსახერხებელსა და კომფორტულს ხდის. მშობელს შესაძლებლობა აქვს მსოფლიოს სხვადასხვა ფირმიდან საჭირო პროდუქტები მთელი წლის განმავლობაში გამოიწეროს.

”გვაქვს ოთხი ტიპის პაკეტი: ეკონომი, კომფორტი, ვიპ და სასაჩუქრე პაკეტი. თითოეული მომხმარებელს სთავაზობს თანხის დაზოგვას. ეკონომ პაკეტი – 200 ლარის დანაზოგს წელიწადში; კომფორტ პაკეტი – 400 ლარის; ვიპ პაკეტი – 700 ლარის დანაზოგს წელიწადში.

1536504_233957513442012_700914185_n

პაკეტების შეძენა შესაძლებელია ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით. (shop.ibaby.ge) თუმცა, ამის მიუხედავად, თანხა არ არის პატარა, ამიტომ, გადავწყვიტეთ, მომხმარებლისთვის შეგვეთავაზებინა განვადება. ამჟამად მხოლოდ TBC ბანკთან გვაქვს განვადების შეთანხმება. მიმდინარეობს მოლაპარაკება სხვა ბანკებთანაც.

რაც შეეხება სასაჩუქრე პაკეტს, იგი მომხმარებელს საშუალებას აძლევს ერთჯერადი საჩუქარი გაუკეთოს კოლეგას ან მეგობარს და აჩუქოს მას, ვისაც უკვე ჰყავს ან ახლახანს შეეძინა შვილი. პაკეტში თავიდანვე მოცემულია პროდუქცია, რომელიც რეკომენდირებულია სასაჩუქრედ ახალბედა მშობლებისთვის. რეკომენდაციას უწევენ ჩვენი სპეციალისტები და მსურველებს შეუძლიათ დაამატონ ან გამოაკლონ სხვა სასურველი პროდუქცია”-ამბობს კომპანიის დირექტორი ირაკლი კობახიძე.

კომპანიაში ამბობენ, რომ ჯერ მხოლოდ ამ ოთხი პაკეტის შეძენაა შესაძლებელი, რამდენიმე კვირაში სრულმასშტაბიანი ინტერნეტ მაღაზიის გახსნას გეგმავენ. ასევე სხვადასხვა შეთავაზების დამატებას. ამ ეტაპზე, ვებ-გვერდზე 700-მდე ადამიანია დარეგისტრირებული. ადგილზე მიტანის სერვისი მთელი ქვეყნის მასშტაბით აქვთ, თუმცა, ძირითადი გაყიდვები მაინც დედაქალაქზე მოდის.

ირაკლი კობახიძის თქმით – ”იდეა აბსოლუტურად ქართულია, ვეძებდით ანალოგიურ პროექტს მაგრამ ვერ ვიპოვეთ. ასე რომ, როგორც ჩანს, ამ მომსახურების იდეა პირველად საქართველოში დაიბადა. ჩვენი პაკეტების შეძენისას მომხმარებელი პროდუქციასთან ერთად ზოგავს თანხას, დროს და იღებს პროდუქციას სახლში. გვაქვს 0%-იანი განვადება, ვაძლევთ ყველა პროდუქტის ერთად შეძენის, ბავშვის მოვლის სწორად დაგეგმვის საშუალებას და აუცილებელ პროდუქტებს საჩუქრად (OTC მედიკამენტები)”.

განხილვა