14
ნოე
2015

IBSU-ს საჯარო ლეციების სერია

14 ნოე 2015

IBSU ლექციები26 ნოემბერს, 11:00 საათიდან, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მასშტაბური ღონისძიება იგეგმება, რომლის ფარგლებშიც მოწვეულნი იქნებიან სხვადასხვა წამყვანი კომპანიის 15-მდე ტოპ-მენეჯერი, მათ შორის IBSU-ს წარმატებული კურსდამთავრებულები. მოწვეული სპიკერები სტუდენტებისთვის, სხვადასხვა საინტერესო თემაზე მასტერკლასებს გამართავენ.

დასწრება თავისუფალია! სამუშაო ენა – ქართული

ჩატარების ადგილი: IBSU, დიდი საკონფერენციო დარბაზი (B – კორპ, მე-3 სართული)

პროექტის მიზანი:

შავი ზღვის საერთაშორისო უნიევრსიტეტი საკუთარი სტუდენტების განვითარებაზე მუდამ ზრუნავს, რაც გულისხმობს არამხოლოდ მაღალი დონის აკადემიურ სწავლებას, არამედ, მათ ჩართვას სოციალურ-კულტურულ ღონისძიებებში. ჩვენ ვცდილობთ თითოეული მათგანი მოვამზადოთ მომავალი კარიერისათვის, რაც საბოლოოდ მათ წარმატებას განსაზღვრავს.

უნივერსიტეტი აწყობს სხვადასხვა ტიპის შეხვედრებს ცნობილ და წარმატებულ ადამიანებთან, სადაც ყველა ფაკულტეტის სტუდენტი პირადად ხვდება საინტერესო წარმატებულ პიროვნებას და მათთვის აქტუალური თემის გარშემო ესაუბრება.

ამის გათვალისწინებით, გაჩნდა იდეა ჩატარებულიყო უფრო მასშტაბური ღონიძიება და სხვადასხვა წამყვან კომპანიებში დასაქმებული პრაქტიკოსი ტრენერები, სპიკერები, საკმაოდ პოპულარული და წარმატებული ადამიანები შეეკრიბა IBSU-ს. ისინი 15 წუთიან პრეზენტაციებით წარსდგებიან მსმენელის წინაშე, დაინტერესებული პირთათვის ერთგვარ რეკომენდაციებს გასცემენ, პირადი თუ საზოგადო გამოცდილებიდან გამომდინარე, თუ როგორ მიაღწიონ წარმატებას და ჩამოყალიბდნენ პროფესიონალ კადრებად.

 

 

განხილვა