Accor-ის სასტუმროების საერთაშორისო ბრენდი ibis Styles ბათუმში 121-ნომრიან სასტუმროს ხსნის და ასე იმკვიდრებს თავს საქართველოს ბაზარზე. ეს მხოლოდ დასაწყისია, რადგან Accor სწრაფ გაფართოებას აპირებს ქვეყანაში, ამჟამად მოქმედი 10 პორტფელითა და 20+ სასტუმროს განვითარების გეგმით.
შედეგად, ამიერიდან შავი ზღვის კურორტზე პირველი სპორტული თემატიკის სასტუმრო გვექნება. ibis Styles Batumi ბათუმის ცენტრთან და აეროპორტთან ახლოს მდებარეობს; ბულვარისა და სანაპიროდან კი 5 წუთის სავალზეა.
ზოგადად, ibis Styles ცნობილია როგორც ბრენდი, რომელიც ხელმისაწვდომობასა და დახვეწილ დიზაინს აერთიანებს. მიუხედავად იმისა, რომ ბრენდის 670 სასტუმროდან თითოეული უნიკალური დიზაინითა და კონცეფციით გამოირჩევა, ყველა მათგანი იზიარებს ესთეტიკურ სტილს, მეგობრულ მომსახურებასა და კომფორტს. ibis Styles Batumi-ის მთავარი ნიშა კი სპორტული თემატიკაა, რაც ჯანსაღი დასვენების იდეის ირგვლივ ტრიალებს.
„ბათუმი, თავისი ისტორიული ხიბლისა და თანამედროვე არქიტექტურის შერწყმის წყალობით, ევროპის ერთ-ერთი მთავარი ტურისტულ ლოკაციაა. ასევე, გამოირჩევა კარგი კლიმატით და განსაცვიფრებელი ბუნებით. Accor-ისთვის მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს ბათუმში სასტუმროს გახსნა, რადგან საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე დებიუტი გაფართოების უამრავ შესაძლებლობას გვთავაზობს. მზად ვართ, ქვეყნის მასშტაბით ცნობილ ბრენდებს გავეცნოთ და მეტად გავაფართოოთ ჩვენი პოზიციონირება“, — აღნიშნავს ალექსის დელაროფი, Accor New East Europe-ის მთავარი ოპერაციული დირექტორი.
ibis Styles Batumi, რომელიც მდებარეობს ბათუმის ცნობილი ბულვარიდან ფეხით სავალ მანძილზე, ზღვისპირა პარკით, სტუმრებს სთავაზობს კომფორტულ და სასიამოვნო დასვენებას; ასევე უნიკალურ სპორტულ დიზაინს ოთახებსა და საზოგადოებრივ ადგილებში. საგულისხმოა, რომ მსგავსი დიზაინის შთაგონება ფეხბურთის გულშემატკივრებისგან წამოვიდა, რომლის ისტორიაც მე-16 საუკუნეში ინგლისელი მეზღვაურის ბურთის აკენწვლით იწყება — სწორედ აქედან გავრცელდა საქართველოში ფეხბურთი.
გარდა ამისა, ibis Styles Batumi გამოირჩევა ნათელი ტონებით და მხიარული დიზაინის ელემენტებით. ეს ყველაფერი კი იდეალურად ერწყმის საერთო სპორტულ ინტერიერს. რაც მთავარია, თითოეული დეტალი იმაზეა ფოკუსირებული, რომ სტუმრებმა დაისვენონ, ახალი ენერგიით დაიმუხტონ ან იმუშაონ. ამისათვის გათვალისწინებულია გაუმჯობესებული ხმისა და სინათლის იზოლაცია, რათა მომხმარებლებმა მაქსიმალურ კომფორტში შეძლონ განტვირთვა.
ამასთანავე, სასტუმროში შესაბამისი გარემოა შექმნილი ბავშვებისთვის — დაწყებული სპეციალური კუთხით, რესტორანში საბავშვო მენიუთი დასრულებული; რომ არაფერი ვთქვათ საჩუქრებზე, რომლებიც ბავშვებს სასტუმროში მოხვედრისას ხვდებათ.
დამატებით, ibis Styles Batumi-ში ფუნქციონირებს რესტორანი, რომელიც საერთაშორისო და ქართულ სამზარეულოს, ასევე ლობი ბარს აერთიანებს. აქვეა კონფერენციებისა და საქმიანი შეხვედრებისთვის განკუთვნილი სივრცეები, პროფესიონალური ხმის სისტემით და ბრტყელეკრანიანი LCD ტელევიზორით.
აკორის ქსელის წამყვანი ეკონომ ბრენდი ibis, რომელიც 79 ქვეყანაში წარმოდგენილია სამი ბრენდით: ibis, ibis Styles და ibis budget, 50 წლის იუბილეს აღნიშნავს.თანაც თითოეულ მათგანში ლოიალობის გლობალური პროგრამა მოქმედებს, რომელიც მრავალფეროვან საჩუქრებზე, სერვისებსა და გამოცდილებაზე წვდომას უზრუნველყოფს.
[R]