in

IBM-მა მსოფლიოში უსწრაფესი, 433-კუბიტიანი კვანტური კომპიუტერი შექმნა

IBM Summit 2022-ზე კომპანიამ თავისი ყველაზე ძლიერი კვანტური კომპიუტერი წარადგინა, სახელწოდებით Osprey. ამ უკანასკნელს 433-კუბიტიანი პროცესორი აქვს, რაც სამჯერ აღემატება წინამორბედს — ანუ, 127-კუბიტიან Eagle-ს.

„ახალი 433-კუბიტიანი Osprey-ის პროცესორი გვაახლოებს იმ წერტილთან, სადაც კვანტურ კომპიუტერებს ადრე გადაუჭრელი პრობლემების ამოსახსნელად გამოვიყენებთ“, — აღნიშნა დოქტორ დარიო გილმა, IBM-ის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა და კვლევის ხელმძღვანელმა. მართლაც, შემქმნელების თქმით, ახალ პროცესორს რთული კვანტური გამოთვლების წარმოება შეუძლია, რაც ნებისმიერ სხვა კლასიკური კომპიუტერის გამოთვლით უნარებს აღემატება.

საგულისხმოა, რომ Osprey-ის მიკროტალღური კაბელები აქვს, რომელსაც IBM წინა კვანტურ პროცესორებთან მოქნილი ლენტიანი კაბელებით იყენებდა. ამავდროულად, კომპიუტერს ახალი თაობის კონტროლის ელექტრონიკა აქვს, რომელიც მიკროტალღურ სიგნალებს აგზავნის და იღებს.

მსგავსი შედეგის მიღწევა იმ უნიკალურმა ტექნოლოგიამ განაპირობა, რომელიც 100 კუბიტზე მეტის მიღების შესაძლებლობას მარტივად იძლევა. ამიტომაცაა, რომ IBM 2023 წლისთვის მსოფლიოში პირველი უნივერსალური კვანტური კომპიუტერის წარდგენას აანონსებს, რომელსაც 1000 კუბიტზე მეტი სიმძლავრე ექნება.

„აქამდე თითო კუბიტზე დაახლოებით 100 ვატი გვჭირდებოდა, ახლა კი — მხოლოდ ათი მილივატი. შესაბამისად, ამჯერად ჩიპზე გაცილებით მეტი კუბტის მოთავსება შეგვიძლია“, — განმარტავენ კომპანიაში.

რატომ დახარჯა Heinz-მა 185 000 საათი კეტჩუპის ბოთლის თავსახურის რედიზაინისთვის?

როგორ შეიქმნა Beavertown-ის პანკ დიზაინი?