IBM-ის ბიზნეს ღირებულების ინსტიტუტის (IBV) ბოლო კვლევის მიხედვით, 2025 წლისთვის ოთხი CMO-დან სამი ამბობს, რომ მათი კომპანია გენერაციულ AI-ს გამოიყენებს კონტენტის შესაქმნელად. ერთწლიანი ექსპერიმენტებისა და ბეტა რეჟიმში მუშაობის შემდეგ კი, თავად IBM საჯაროდ აქვეყნებს თავის შედეგებს — კერძოდ, რამდენად იმუშავა Adobe’s Firefly-ის გენერაციული AI პლატფორმამ მარკეტინგული და სარეკლამო კონტენტისთვის.
2023 წლის „Let’s Create“ კამპანიისთვის IBM-მა Firefly პირდაპირ სამუშაო პროცესში ჩართო — მარტივი ტექსტური მოთხოვნის გამოყენებით შექმნა 200 უნიკალური სარეკლამო აქტივი და 1000-ზე მეტი მარკეტინგული ვარიაცია კამპანიისთვის, რომლის შექმნასაც რამდენიმე წუთი დასჭირდა. „ეს იყო ძალიან ეფექტური პროექტი და ტექნოლოგიის შესანიშნავად გამოყენების შემთხვევა. აქ ნათლად გამოიკვეთა გენერაციული AI-ის დადებითი მახასიათებლები. თანაც იმას, რისი გაკეთებაც სისტემას შეუძლია, ადამიანური რესურსებით დიდი დრო დასჭირდება“, — ამბობს ბილი სიბრუკი, IBM Consulting-ის გლობალური დიზაინის ხელმძღვანელი.
ასევე, სიბრუკის თქმით, Firefly საგრძნობლად აჩქარებდა პროდუქტიულობას ისეთ პროგრამებში, როგორებიცაა Photoshop და Illustrator. ეს ტემპი ძირითადად ესკიზების, იდეების პროტოტირების, სცენარისა და კონცეფციების შემუშავებას ეხებოდა. „ჩვენი შემდეგი საზრუნავი მხოლოდ ეთიკე და მიკერძოებაა მოდელის მიერ წარმოქმნილი კონტენტის გარშემო. თუმცა მიგვაჩნია, რომ ყველა ბრენდმა უნდა დააფასოს ხელოვნური ინტელექტი“.
იმავე ანგარიშში CMO-ების 42%-ზე მეტმა თქვა, რომ ჰიპერპერსონალიზაციის მასშტაბირება მარკეტინგული პრიორიტეტია. ხოლო 64%-ის თქმით გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტს სწორედ პერსონალიზაციისთვის გამოიყენებენ.