in

IBM-მა 2 ნანომეტრიანი ჩიპი შექმნა!

ასეთი პროცესორები 7 ნანომეტრიან ჩიპებზე 45 პროცენტით სწრაფი იქნება

IBM-მა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ტექნოლოგიური პროგრესისკენ – მან პირველად შექმნა 2 ნანომეტრიან არქიტექტურაზე დაფუძნებული ჩიპსეტი. როგორც ირწმუნებიან, კომპანიამ 50 მილიარდი ტრანზისტორი უმცირეს, ფრჩხილზე პატარა ზომის ჩიპსეტში ჩაატია.

ასეთი პროცესორები 45 პროცენტით უფრო სწრაფი იქნება, ვიდრე დღევანდელი 7 ნანომეტრიანი ჩიპები, თუ მათ ერთსა და იმავე ენერგიას მივაწვდით. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ იგივე წარმადობას დავტოვებთ, ასეთ ჩიპსეტი 75 პროცენტით ნაკლებ ენერგიას მოიხმარს. ასე რომ, ახალი პროცესორები იდეალურ ბალანსს წარმოადგენს ენერგიის მოხმარებასა და წარმადობას შორის.

ამასთან ერთად, 2 ნანომეტრიანი ჩიპების მქონე მოწყობილობები ოთხჯერ უფრო დიდხანს გაძლებს ელემენტზე მუშაობისას, ვიდრე 7 ნანომეტრიანი. თავის მხრივ, ამ ჩიპების მქონე ლეპტოპები, სისწრაფისა და ენერგო ეფექტურობის თვალსაზრისით, საგრძნობლად გაუმჯობესდება, ავტონომიურად მოძრავი დანადგარები ბევრად სწრაფად შეძლებს ობიექტების აღქმასა და რეაგირებას.

ამ ნაბიჯით IBM ყველა კონკურენტზე მოწინავე აღმოჩნდა. მაგალითად, Apple-ის M1 პროცესორები და Huawei-ის Kirin 9000 TSMC-ის 5 ნანომეტრიან არქიტექტურაზეა დაფუძნებული. ხოლო AMD და Qualcomm 7 ნანომეტრიან ჩიპებს იყენებენ. Intel კი, ჯერ კიდევ 10 და 14 ნანომეტრიან არქიტექტურაზეა და 7 ნანომეტრიანი პროცესორების გამოშვებას 2023 წლამდე არ გეგმავს.

ჯერჯერობით უცნობია, როდის გახდება IBM-ის 2 ნანომეტრიანი ჩიპსეტები ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი. თუმცა მათი კომერციული ვარიანტების ხილვას ჯერ კიდევ რამდენიმე წელი არ უნდა ველოდეთ.

გადადი ახალი თაობის 5G-ზე და აღარსად გაიჭედები!

საიმონ სინეკი Shell-ის გუნდზე – რა შეუძლია Leo Institute-ის ერთწლიან ლიდერშიფის პროგრამას