ეს iBot 2.0-ია, ეტლის გაუმჯობესებული ვერსია, რომელიც 2001 წელს DEKA-ს ინჟინერმა დინ კეიმენმა გამოიგონა. ეტლის სტრუქტურა და მექანიზმი კიბეზე დაუბრკოლებლად ასვლაზეა გათვლილი. სამწუხაროდ, სიძვირის გამო, მისი წარმოება 2009 წელს შეჩერდა. თუმცა, ტოიოტამ, DEKA-სთან თანამშრომლობით, ეტლის მასობრივი წარმოება გადაწყვიტა. iBot-ის ახალი ვერსია წინამორბედზე უფრო მოხდენილია და დინამიური. თუკი ფეხზე მდგომს ესაუბრებით, შეგიძლიათ ბოტი სპეციალურ რეჟიმზე დააყენოთ, რომელიც ეტლს სიმაღლეში გაზრდის. ფუტურისტული დიზაინი მას უსწორმასწორო ზედაპირზე მოძრაობის საშუალებასაც აძლევს. პროექტის მიზანია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა პირს შეუქმნას დამოუკიდებლად გადაადგილების კომფორტი.