in

საგანმანათლებლო სივრცის 25 წლიანი ბრენდი – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის სასკოლო ოლიმპიადის ჩატარება უკვე ყოველწლიურ ტრადიციად იქცა. ამით ის აბიტურიენტებს აძლევს შესაძლებლობას, გამოცადონ საკუთარი თავი და, მათ შორის, საუკეთესო შედეგის მქონეებს, IBSU-ში ნაწილობრივ ან სრულად დაუფინანსოს ბაკალავრიატზე სწავლა. აღნიშნული ტრადიცია წელსაც არ დარღვეულა და ის ონლაინ ფორმატით ჩატარდა.

სასკოლო ოლიმპიადის, პანდემიური პერიოდის და ზოგადად, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ მის რექტორს, საფფეთ ბაირაქთუთანს გავესაუბრეთ:

M: გაგვაცანით თქვენი თავი..

მოგესალმებით. პირველ რიგში, მადლობას მოგახსენებთ იმისთვის, რომ დაინტერესდით ჩვენი უნივერსიტეტითა და მისი საქმიანობით. მე გახლავართ საფფეთ ბაირაქთუთან, დაბადებული თურქეთში, თუმცა, წარმოშობით ქართველი, კერძოდ, ლაზი. მიუხედავად ჩემი ქართული ფესვებისა, ქართული ენა შევისწავლე საქართველოში და უკვე 24 წელია, რაც აქ ვცხოვრობ, ვსწავლობ და ვსაქმიანობ; მმართველობით პოზიციებზე ჩემი სამუშაო გამოცდილება საგანმანათლებლო დაწესებულებებში 16 წელს ითვლის. ამჟამად ვარ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რიგით მე-5 რექტორი. ეს პოზიცია დავიკავე მთელი მსოფლისათვის საკმაოდ რთულ დროს – პანდემიის პერიოდში. უნდა გითხრათ, რომ ჩვენს უნივერსიტეტს უკვე 25 წლიანი ისტორია აქვს. შესაბამისად, მისი გამოცდილი კვალიფიციური ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის დახმარებით ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე შევძელით სასწავლო პროცესის შეუფერხებლად გაგრძელება და მართვა.

M: თუ შეიძლება, მოგვახსენეთ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობის შესახებ..

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი საქართველოში პირველი უნივერსიტეტია, რომელმაც სტუდენტებს ინგლისურენოვანი პროგრამები შესთავაზა. იგი დაარსდა 1995 წელს და მას შემდეგ მსოფლიო საგანმანათლებლო სფეროს გამოცდილების კვალდაკვალ ორიენტირებულია სასწავლო პროცესის დახვეწასა და გაუმჯობესებაზე.
დღესდღეობით უნივერსიტეტი სწავლების სამივე – ესე იგი, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურზე ახორციელებს პროგრამებს როგორც ინგლისურ, ასევე ქართულ ენებზე და სთავაზობს სტუდენტებს თანამედროვე მსოფლიო სტანდარტების შესაბამის განათლებას. უნივერსიტეტს აქვს ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი პროგრამები, ჰყავს მაღალკვალიფიციური კადრი როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე.

უნივერსიტეტში ფუნქციონირებს სამაგისტრო და სადოქტორო სკოლა. ჩვენი აკადემიური პერსონალი აქტიურად არის ჩართული კვლევით და სამეცნიერო საქმიანობაში. უნივერსიტეტი წელიწადში ორჯერ გამოსცემს ინგლისურენოვან სამეცნიერო რეფერირებად საერთაშორისო ჟურნალებს მეცნიერების სხვადასხვა დარგში. უნივერსიტეტში ყოველწლიურად ტარდება მასშტაბური საერთაშორისო კონფერენციები მეცნიერების სხვადასხვა მიმართულებით.

M: პანდემიის პირობებში როგორ განახლდა საგაზაფხულო სემესტრი?

კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მაღალკვალიფიციურობისა და ჩვენი სტუდენტების მობილიზებით ჩვენ შევძელით, შეუფერხებლად გადავსულიყავით დისტანციური სწავლების რეჟიმზე და, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ გამოწვევებს დიდი შემართებითა და წარმატებით გავუმკლავდით. ამ გამოცდილებიდან ჩვენ დავრწმუნდით, რომ დღევანდელი განათლების სისტემა სტუდენტებს სთავაზობს მუდმივი განვითარების შესაძლებლობას. დისტანციური სწავლება კი მათ ახალ შესაძლებლობებს აძლევს უწყვეტი განათლების მისაღებად ნებისმიერი ადგილიდან და სასურველ დროს. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, როგორც მოგეხსენებათ, ამა წლის 23 თებერვალს საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, უნივერსიტეტებს მიენიჭათ უფლებამოსილება, აერჩიათ მათთვის სასურველი სწავლების ფორმატი. უნივერსიტეტის აკადემიური, ადმინისტრაციული პერსონალისა და სტუდენტების აქტიური ჩართულობით შევარჩიეთ სწავლების შერეული მეთოდი და 15 მარტიდან სწავლას განაგრძობს შერეული მეთოდით.

M: როგორ ფიქრობთ, გარდა განათლებისა, კიდევ რას აძლევს IBSU თავის სტუდენტებს?

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტზე ორიენტირებული უნივერსიტეტია. უნივერსიტეტში ფუნქციონირებს სხვადასხვა კლუბი. მუდმივად ვატარებდით სპორტულ ღონისძიებებს. ამ უკანასკნელს განვაახლებთ, როგორც კი პანდემიის საშიშროება გაივლის. უნივერსიტეტის გარემო არის ადაპტირებული და ეკოლოგიურად სუფთა; აქტიურია სტუდენტთა თვითმმართველობა და ხშირად ახორციელებს სხვადასხვა სახის ღონისძიებას.

M: როგორი პერსპექტივები აქვთ დასაქმების ბაზარზე კურსდამთავრებულებს?

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ერთ-ერთი ძლიერი მხარეა კურსდამთავრებულების დასაქმების მაჩვენებელი.

სტუდენტები აღიარებას პოვებენ საერთაშორისო, გლობალურ სივრცეში. ისინი მომზადებულები გადიან დასაქმების ბაზარზე. ეს კი იმის შედეგია, რომ უნივერსიტეტი მათ ყველა პირობას უქმნის იმისათვის, რომ სტუდენტებს შეეძლოთ მაღალი საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილება. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების 93%-ზე მეტი დასაქმებულია როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო კერძო თუ საჯარო სექტორში.

უნივერსიტეტი კარიერული განვითარების მიმართულებით დაახლოებით 200-ზე მეტ კომპანიასა და ორგანიზაციასთან თანამშრომლობს. გახლავთ სერიოზული ხელშემწყობი ფაქტორი სტუდენტების დასაქმებისათვის. უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები სტუდენტობის პერიოდში კომპანიებთან ერთად ჩართულები არიან პროექტებსა და კვლევებში, ეცნობიან ბაზრის მოთხოვნებს, იძენენ პრაქტიკულ ცოდნას თავიანთ სფეროში. რა თქმა უნდა, ეს ზრდის მათ კონკურენტუნარიანობას დასაქმების ბაზარზე.

M: რას სთავაზობს აბიტურიენტებს?

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი მაქსიმალურად უწყობს ხელს საქართველოში ნიჭიერი და მოტივირებული ახალგაზრდების გამოვლენას. ამისათვის სხვადასხვა ღონისძიებას მივმართავთ. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ ყოველწლიურად ვატარებთ სასკოლო ოლიმპიადებს, რათა აბიტურიენტებს მიეცეს საკუთარი თავის გამოცდის შესაძლებლობა. მათ შორის, საუკეთესოებს სრულად ან ნაწილობრივ ვუფინანსებთ სწავლის საფასურს.

წელსაც არ ვუღალატეთ ჩვენს ტრადიციას და, მიუხედავად პანდემიისა, ვმართავთ მორიგ ოლიმპიადას.

ოლიმპიადის შესახებ დეტალური ინფორმაცია შესაძლებელი იხილოთ ვებ მისამართზე – https://ibsuolympiad.ge/

M: საინტერესოა სთავაზობს თუ არა უნივერსიტეტი აბიტურიენტებს გრანტებს?

დიახ, ჩვენ გვაქვს საკმაოდ საინტერესო შიგა საგრანტო სისტემა. უნივერსიტეტი სთავაზობს აბიტურიენტებს შემდეგ საგრანტო პროგრამებს: გრანტს+გრანტი, ოქროსა და ვერცხლის მედალოსნები, FLEX პროგრამის მონაწილეებს და პირველ არჩევანს ჩვენს უნივერსიტეტზე გაკეთებულ აბიტურიენტებზე.

ასევე ყოველწლიურად იმართება იბსუს სასკოლო ოლიმპიადა. იბსუ ყოველწლიურად ატარებს სასკოლო ოლიმპიადებს, რათა აბიტურიენტებს მისცეს საკუთარი თავის გამოცდის შესაძლებლობა და, მათ შორის, საუკეთესოებს სრულად ან ნაწილობრივ დაუფინანსოს ბაკალავრიატზე სწავლა.

M: რა შემთხვევაში მიიღებს აბიტურიენტი უნივერსიტეტის სტიპენდიას?

მოგახსენებთ: ერთიანი ეროვნული გამოცდების რეიტინგში, ქვეყნის მასშტაბით, პირველ 500 აბიტურიენტს შორის მოხვედრილი აბიტურიენტი უნივერსიტეტისგან მიიღებს 100%-იან სასწავლო გრანტს და 4 წლის განმავლობაში ყოველთვიურ სტიპენდიას 200 ლარის ოდენობით, ხოლო პირველი 500-დან 1000 აბიტურიენტს შორის მოხვედრილი აბიტურიენტი უნივერსიტეტისგან მიიღებს 100%-იან სასწავლო გრანტს და 4 წლის განმავლობაში ყოველთვიურ სტიპენდიას 100 ლარის ოდენობით. თქვენი ნებართვით, მე მინდა შევახსენო ჩვენს მკითხველებს უნივერსიტეტის ვებ მისამართი, სადაც ამ ყველაფერზე დეტალური ინფორმაცია არის განთავსებული – www.ibsu.edu.ge

M: დღევანდელ ეპოქაში საკმაოდ მნიშვნელოვანია, რამდენად ჯანსაღ ცხოვრებას ეწევა ახალგაზრდა თაობა; რამდენად აძლევთ მოტივაციას ასეთ ახალგაზრდებს?

მიგვაჩნია, რომ სტუდენტებისთვის ჯანსაღ ცხოვრების წესს ძალიან დიდი როლი ენიჭება, ამიტომ უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის ფუნქციონირებს სპორტული დარბაზი და მოედნები, იმართება შეჯიბრებები, ასევე გვაქვს დაფინანსება საქართველოს ეროვნული ნაკრების სპორტსმენისთვის სწავლის საფასურის 50%-ს ოდენობით;

ჩვენთვის მნიშვნელოვანია სამხედრო მოსამსახურეები. ისინი ერთგულად ემსახურებიან სამშობლოს, ამიტომ შეიარაღებული ძალების მოქმედი წარმომამდგენელი უნივერსიტეტში ისარგებლებს 50 %-იანი ფასდაკლებით;

M: დღევანდელი მძიმე ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე, ბევრი ოჯახი სამსახურის გარეშე დარჩა, საინტერესოა, რას სთავაზობს უნივერსიტეტი ამ შემთხვევაში სტუდენტებს?

როგორც უკვე მოგახსენეთ, ჩვენ გვაქვს სტუდენტზე მორგებული საგადასახადო სისტემა: ვითვალისწინებთ რა ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ ფონს, უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს გადახდის მოქნილ გრაფიკს და სწავლის საფასურს 8 თვეზე ანაწილებს. ერთი ოჯახის წევრ სტუდენტებს უნივერსიტეტი სთავაზობს 15%-იან ფასდაკლებას.

[R]

Facebook და Google, აზიისა და ამერიკის დასაკავშირებლად, ახალი წყალქვეშა კაბელების გაყვანაზე მუშაობენ

ანა იორამაშვილი „მეიჯერელის“ ევროპის Senior Account Manager გახდა