25
Jan
2019

მსოფლიოში პირველი წყალქვეშა დრონი – iBubble

25 Jan 2019

veon
veon


ყვინთვის მოყვარულთათვის, ან უბრალოდ, წყალქვეშა სამყაროს დათვალიერების მსურველთათვის ძალიან სასარგებლო სიახლე – ავტონომიური წყალქვეშა დრონი iBubble გამოჩნდა, რომელიც უსადენო მოწყობილობაა, აღჭურვილია კამერებით და დისტანციურად იმართება. მისი საშუალებით თქვენი წყალქვეშა გამოცდილების მაღალ ხარისხში აღბეჭდვას შეძლებთ. iBubble ყვინთვის მოყვარულებისა და დრონის სპეციალისტების ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა. მათი თქმით, ეს პირველი წყალქვეშა დრონია მსოფლიოში.

 

iBubble, წყალქვეშა ლოკალიზაციის ტექნოლოგიის გამოყენებით, გამოცურავს თქვენთან ერთად და აღბეჭდავს თქვენს მოძრაობას, როგორც მაღალი რეზოლუციის ვიდეოების, ასევე, მაღალი ხარისხის ფოტოების მეშვეობით. დრონს აქვს LED განათება, რომლის გამოყენებითაც ბუნებრივ ფერებში შეუძლია ნებისმიერი წყალქვეშა განათების პირობებში გადაღება. თუ წყალქვეშა ფოტოსესიის, ან ვიდეოსესიის მართვა გინდათ, ეს შეგიძლიათ სპეციალური სამაჯურის გამოყენებით. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ჩაყვინთვის გარეშე გინდათ წყალქვეშა სამყაროს დათვალიერება, iBubble-ს მართვა თქვენი სმარტფონიდანაც შესაძლებელია.

iBubble-ის ბატარეა 1 საათის განმავლობაში მუშაობს და მარტივად იტენება. მას 200 ფუტის სიღრმეში შეუძლია ყვინთვა, 2.2  მილი საათში სიჩქარით. წყალქვეშა დრონი უკვე ხელმისაწვდომია და მისი ფასი, დაახლოებით, 4099 დოლარია.

 

განხილვა