in

#iCant — Samsung სტატუსებით Apple-ის ახალ მოწყობილობებს დასცინის 

როგორც ჩანს, სამსუნგმაც მშვენივრად ისიამოვნა ეფლის სიახლეებით… iPhone 17 სერიის გამოსვლისთანავე სამხრეთ კორეულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა სოციალურ ქსელებში #iCant-ის ჰეშთეგის გამოყენება დაიწყო, რითაც კვლავ მიუბრუნდა დასაკეცი ტელეფონებისადმი არსებულ კრიტიკას და რამდენიმე ახალი ხუმრობაც შესთავაზა მიმდევრებს. 

ყველაზე მკვეთრად დეჟა ვუს მსგავსი პოსტი ჩანს, როცა სამსუნგმა 2022 წლის სტატუსი: შეგვატყობინეთ, როცა დაიკეცება გადააზიარა და გვითხრა, რომ მასაც არ სჯერა, რომ ეს ფრაზა დღესაც რელევანტურია:

აღნიშნულს ახალი კომენტარებიც მალევე დაერთო: 48MP x 3 მაინც არ უდრის 200MP-ს, რითაც Galaxy S25 Ultra-ს მაღალი გარჩევადობის სენსორზე მიგვანიშნეს, რომ Actual innovation > hype #iCant.

სამსუნგის ხუმრობები არც ამით დასრულებულა — ეფლის მთავარ ღონისძიებას Zzz-note უწოდა, რაც უკვე იმაზე მიანიშნებდა, რომ პრეზენტაცია მოსაწყენი იყო და ბრწყინვალება აკლდა. ისეთი ფუნქციები, როგორებიცაა Apple-ის Sleep Score და პირდაპირი თარგმანის ინსტრუმენტები, ჩვეულებრივ წარადგინეს, სამსუნგი კი გვეუბნება, რომ მსგავს ფუნქციებს მომხმარებლებს Galaxy-ის მოწყობილობებში უკვე წლებია, სთავაზობენ. 

საინტერესოა, რომ ამ ხუმრობებს სამსუნგის მომხმარებლები ბრენდის თავდაჯერებით ხსნიან, თუმცა ეფლის გულშემატკივრები ძირითადად უგულებელყოფენ მას. 

აღსანიშნავია, რომ Awe-Dropping-ის ივენთზე ეფლმა ულტრა თხელი iPhone Air, iPhone 17, iPhone 17 Pro და iPhone 17 Pro Max წარადგინა, ჭკვიან საათებთან და ახალ ფუნქციებთან ერთად.

ერეკლე ბაღაშვილი – ველომოგზაური, რომლის ჟინიც არასდროს ჩერდება

ლეგენდების მატჩი |  დინამო თბილისი VS აიაქსი