in

ანაზღაურებადი სტაჟირება სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის 

თბილისსა და საქართველოს ოთხ რეგიონში (აჭარა, სამეგრელო, შიდა ქართლი, იმერეთი) 100 სტუდენტი და კურსდამდავრებული ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლის. პროექტის წინასწარ შერჩეულ მონაწილეებს 50-ზე მეტ ბიზნეს კომპანიასა და საწარმოში გაანაწილებენ. პროექტს, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით და დაფინანსებით, „ინსტიტუციური და შესაძლებლობების განვითარების ცენტრი“ (ICDC) ახორციელებს.

BOG
BOG

„ახალგაზრდები, სტაჟიორების პროცესში, მიიღებენ სხვადასხვა დარგების საქმიანობის შესაბამის საჭირო ცოდნას და გამოიმუშავებენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მათი დასაქმების შესაძლებლობებს.  ქართულ ბიზნეს სექტორს კი გააძლიერებს ახალი, კვალიფიციური  ადამიანური კაპიტალით.

ამ პროექტში მონაწილეობის მიღების სურვილი გამოხატა 2500-მდე ახალგაზრდამ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან და პროფესიული კოლეჯებიდან“.

პროგრამის მონაწილეები სტაჟირებას გაივლიან შემდეგ სექტორებში:

  • ტურიზმის სექტორი
  • კრეატიული ინდუსტრიის სექტორი
  • მსუბუქი მრეწველობის სექტორი
  • ინტელექტუალური მომსახურების სექტორი
  • სექტორები რომლებიც  მნიშვნელოვანია ყველა ინდუსტრიის განვითარებისთვის

სტაჟირების გარდა, პროგრამის მონაწილეები დაესწრებიან მასტერკლასებს დასაქმებისა და კარიერული განვითარებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე:  დასაქმების უნარ-ჩვევები, ინტერვიუს ტექნიკები, ორგანიზაციაში ადაპტაცია და შრომის უფლებები. გარდა ამისა, მონაწილეობას მიიღებენ სამუშაო შეხვედრაში და პანელური სესიაში სხვადასხვა დარგების და კომპანიების HR  დირექტორებთან. ასევე პროფესიული და კარიერული მიზნების განსაზღვრის მიზნით, გაივლიან ჯგუფური ქოუჩინგის სესიებს ამ სფეროს წამყვან ექსპერტთან. პროგრამის მონაწილეებს ექნებათ  შესაძლებლობა, შეხვდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის, ასევე  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელ პირებს და მიიღონ ინფორმაცია განათლებისა და დასაქმების პროგრამების თუ შესაძლებლობების გარშემო.

სტაჟიორების ანაზღაურების 70%-იანი თანადაფინანსებას USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა უზრუნველყოფს.

„პროექტის მხარდამჭერებს, ბიზნეს სექტორთან კოორდინაციის ნაწილში, წარმოადგენენ: საქართველოს HR პროფესიონალთა ასოციაცია (HRPA Georgia), საქართველოს ბიზნეს ასოციაცია (BAG), საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი (Global Compact Network Georgia) და აჭარის დასაქმების სააგენტო“.

სტაჟირების მიმღები ბიზნეს კომპანიების რეგისტრაცია მიმდინარეობს  2020 წლის 5 ნოემბრამდე.

დეტალური ინფორმაცია მათ შორის ბიზნეს კომპანიების სარეგისტრაციო ბმული, შეგიძლიათ, იხილოთ  ICDC-ის ოფიციალურ ვებგვერდზე.

 

[R]

„ქვეყნის მომავალი ახლა შენს ხელშია“ – IRI Georgia-ს და „ლივინგსტონის“ პასუხის პასუხი ახალგაზრდებს

საგანმანათლებლო თამაშების ჰაკათონი GEORGIA – EDUCATIONAL GAMES HACKATHON