10
Jul
2019

მთაწმინდის პარკში ნაყინის ფესტივალი გაიმართება

10 Jul 2019

14 ივლისს, მთაწმინდის პარკში, როგორც ორგანიზატორები ამბობენ, გრანდიოზული, ყველაზე მასშტაბური, ტკბილი, გრილი და გემრიელი ღონისძიება, ნაყინის ფესტივალი გაიმართება.

„მთაწმინდის პარკის მთავარი მოედანი სავსე იქნება ნაყინის კომპანიებით. გაიმართება უფასო დეგუსტაცია და თითოეულ სახეობაზე იმოქმედებს ფასდაკლება. გარდა ამისა, 13:00 საათიდან, ჩატარდება გასართობი ღონისძიებები. მოედანზე დაგხვდებიან ანიმატორები, ზღაპრების გმირები, ჯამბაზები, „მიმები“, „ოჩოფეხები“. ასევე, გაიმართება კონცერტები. ღონისძიების წამყვანია ყველასთვის საყვარელი ჯგუფის „რეზო და ბავშვების“ სოლისტი რეზო“.

ნაყინის ფესტივალი, მთაწმინდის პარკის ორგანიზებით, მეექვსე წელია ტარდება. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, მონაწილე კომპანიების რაოდენობა, წლიდან წლამდე, იზრდება.

„ამიტომ, გაითვალისწინეთ, წელს კიდევ უფრო დიდი და საინტერესო ფესტივალი გელით“.

[R]

განხილვა