„აი-სი-ი“ „შანხაი მიცუბიშის ლიფტებისა და ესკალატორების“ ოფიციალური დისტრიბუტორია ამიერკავკასიაში – კომპანია, საქართველოს გარდა, სომხეთისა და აზერბაიჯანის ბაზარზე ოპერირებს. ასევე, მუშაობს გათბობა – კონდიცირების მიმართულებით.

„აი-სი-ი“ საქართველოში ერთდროულად მუშაობს პროექტებზე: „ორბი თვინ თაუერი“, „ბიჩ თაუერი“, „ჰილტონ გარდენ ინ“, „ახალი გუდაური“, „სითი მოლი საბურთალო“, „სასტუმრო მწვანე კონცხი“. როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, მხოლოდ „ორბი თვინ თაუერის“ პროექტზე, რომელმაც 2016 წელს უძრავი ქონების სფეროში პრესტიჟული ჯილდო – FIABCI Prix d’Excellence მიიღო, კომპანია 28 ლიფტს ამონტაჟებს.

რაც შეეხება თავად შანხაი მიცუბიშის ლიფტებისა და ესკალატორების კომპანიას, Shanghai Mitsubishi Elevator Company MITSUBISHI ELECTRIC, როგორც „აი-სი-ის“ წარმომადგენლები ამბობენ, მსოფლიოში ყველაზე დიდი ქარხანაა, რომელსაც 25 წლის განმავლობაში 800 000 ლიფტი აქვს რეალიზებული.

„კომპანიის მიერ წარმოებული, 52-სართულიანი ლიფტები 3 მ/წ სიჩქარისაა და ამიერკავკასიაში ანალოგი არ აქვს. „შანხაი მიცუბიშის“ ლიფტები და ესკალატორები დავამონტაჟეთ „გალერია თბილისში“, „მარიოტ მოქსიში“, „თბილისი გარდენსში“, „დომუს იპოდრომსა“ და არაერთ საცხოვრებელ კორპუსში. დამკვეთს მომსახურების სრულ პაკეტს ვთავაზობთ, რაც გულისხმობს წინასწარ კონსულტირებას, ლიფტების ჩამოტანას, მონტაჟს, ყოველთვიურ მომსახურებას და ქარხნულ გარანტიას. საერთო ჯამში, მიმდინარე წელს, 100-ზე მეტ ლიფტს დავამონტაჟებთ“ – ამბობენ კომპანიის წარმომადგენლები.

საქართველოს გარდა, „აი-სი-ი“ პროექტებს სომხეთსა და აზერბაიჯანშიც ახორციელებს.

„საქართველოში განხორციელებული გრანდიოზული პროექტების შემდეგ, სომხეთთან და აზერბაიჯანთან ურთიერთობა დავიწყეთ. ერევანში, განახლებულ სასტუმრო Dvin-ში დავამონტაჟებთ ლიფტებს, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო არქიტექტურული შენობა იქნება სომხეთში. პარალელურად, ვმუშაობთ ბაქოში პროექტ Buta Qrup-სა და Pearl Hotel-ზე“, – ამბობენ კომპანიის წარმომადგენლები.
მათივე თქმით, „აი-სი-ის“ კიდევ ერთი მიმართულებაა გათბობა – კონდიცირებაა და უკვე 13 წელია, საქართველოში, Mitsubishi Heavy Industries ოფიციალური დისტრიბუტორები არიან.

„დილერობას ვუწევთ ბრენდებს : TOSHIBA, Carrier, Lennox. პროდუქცია რეალიზებული გვაქვს ისეთ მასშტაბურ პროექტებზე, როგორებიცაა: „რედისონ წინანდალი“, „ისთ ფოინთი“, „აქსის თაუერი“, საქართველოს პარლამენტი, „საქართველოს ბანკი“, „თეგეტა მოტორსი“, ფორდის ცენტრი, მაკდონალდსი, „კარფური“, სასტუმრო „რამადა“ და ა.შ. ზოგადად, ჩვენი მიზანია, ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური პროდუქციის მიწოდებით, ბაზარზე ლიდერი პოზიციის დამკვიდრება, პროფესიონალიზმით და ხარისხიანი მომსახურებით კი ცხოვრების ჰარმონიული სტილის შექმნა. კომპანია მუშაობს ISO სტანდარტის დანერგვაზე და სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით, ქმედითი ნაბიჯების გადადგმაზე“.

[R]










