in

60 წლიანი ტრადიცია და საახალწლო ნაძვის ხედ ქცეული ყინულის სკულპტურა

შესაძლოა, მოგბეზრდათ ჯადოსნური, ამაღელვებელი და სასიამოვნო პროცესი – ყოველწლიურად შეფუთული ტრადიციული ნაძვის ხის გამოტანა, ტოტების საგულდაგულოდ გახსნა და გაშლა. სათამაშოების დაკიდება, თანაც როგორი რთული გადასაწყვეტია, რა თანმიმდევრობით მოათავსო ისინი… (წარმოიდგინეთ, რა დღეში არიან პერფექციონისტები! ან იქნებ, თავადაც ხართ). საბოლოოდ კი, რა თქმა უნდა, ისე აღმოჩნდება ხოლმე, რომ ყველა სათამაშო მხოლოდ წინა მხარეს იწონებს თავს – მერე რა მოხდა? კუთხეში ისე დავდგამთ, უკანა მხარეს მაინც ვინ ნახავს!

თუკი თქვენ მართლაც დაიღლაეთ ამ პროცესით, აუცილებლად მოგხიბლავთ ინდიანაპოლისში მცხოვრები ერთი ოჯახის ტრადიცია, რომელიც უკვე 60 წელია, “ყინულის ხეს” ნაძვის ხედ აქცევს. თანაც, მის შესაქმნელად, არასდროს გამოუყენებით ცოცხალი ხე.

“პიქტორი” – გალერეა, რომელიც ქართველი ხელოვანების ესკიზებსა და ჩანახატებს აერთიანებს

„სილქნეტმა“ Viber-ის კოლექციას საახალწლო სტიკერები შემატა