19
Jan
2015

“ICEBERG” ახალი პრემიუმ კლასის არაყი და შეფუთვა

19 Jan 2015

ბრენდინგ სააგენტო “RUNWAY BRANDING”-მა ახალი პრემიუმ კლასის არყის სავაჭრო ნიშანზე მუშაობა დაასრულა და ყაზახსტანის კომპანია БН Винзавод Петропавловск-ს “ICEBERG”-ის განახლებული სახე წარუდგინა.

განახლებები ბრენდის პოზიციების შეცვლამ გამოიწვია. არაყი “ICEBERG” პრემიუმ კლასის გახდა და საერთაშორისო ბაზარზე გავიდა. ბოთლის შეფუთვა ცივ ფერებშია შესრულებული და ეტიკეტს აისბერგის ფორმა აქვს. პოლიგრაფია მაღალი ტექნოლოგიების მიხედვით გაკეთდა: ეტიკეტი ორი სახის ლაქით დაფარეს და მოვერცხლილი დეტალები დაამატეს. თვითონ ბოთლი ღია ცისფერი ფერისაა და ბოთლს უკანა მხარეს ბრენდირებული  გრავირება  ახლავს.

Iceberg_foto1_corr

 

განხილვა