in

ანტარქტიდაზე 1550 კვადრატულ კილომეტრზე დიდი ყინული ჩამოიშალა!

ამჯერად დასავლეთ ანტარქტიდაში Brunt-ის ყინულოვან შელფზე დიდი ხნის მანძილზე არსებული ბზარი გასკდა და მას 1550 კვადრატული კილომეტრი ყინული ჩამოაშორა. შედეგად, სატელიტები ობოლი სამკუთხედის ფორმის ყინულს გვაჩვენებენ, რომელსაც ჯერ სახელიც არ აქვს. ალბათ, ახლა ფიქრობთ, რომ კლიმატის ცვლილებებზე უნდა გესაუბროთ, თუმცა ეს ფაქტი აღნიშნულთან საერთოდ არ არის დაკავშირებული. იგი ბუნებრივი პროცესებით იყო გამოწვეული, რომელიც უკვე 10 წლის მანძილზე მიმდინარეობდა. 

M2
M2

Chasm-1-ის ბზარს მეცნიერები 2012 წლიდან აკვირდებიან. მისმა თანდათანობითმა გაფართოებამ, BAS აიძულა კიდეც Halley Research Station 2016 წელს 23 კილომეტრით გადაეტანათ. შედეგად, აისბერგის ნაწილის ჩამოშლას მათზე გავლენა არ ჰქონია. თუმცა როგორც BAS-ის ხელმძღვანელი ჯეინ ფრენსისი ამბობს: გლაციოლოგები და ოპერაციული გუნდები ამ მოვლენაში მონაწილეობას იღებდნენ.

საინტერესოა ისიც, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, რამაც ძალიან იმოქმედა Brunt Ice Shelf-ზე. BAS კი ტერიტორიას სადგურის ირგვლივ განლაგებული მაღალი სიზუსტის GPS სენსორების ავტომატური ქსელის გამოყენებით აკონტროლებს.

ეს მოსალოდნელი იყო და ბუნებრივი ქცევის ნაწილია, თუმცა არ უკავშირდება კლიმატის ცვლილებას, ჩვენი გუნდი რეალურ დროში ყინულის შელფზე დაკვირვებას განაგრძობს, რათა დარწმუნდნენ, რომ უსაფრთხოა, — აცხადებს დომინიკ ჰაჯსონი, გლაციოლოგი.

2017 წლიდან თუ Halley Research Station, რომელმაც მთავარი როლი ითამაშა ოზონის ხვრელის აღმოჩენაში 1980-იან წლებში, იქ მხოლოდ ყოველი წლის ნოემბრიდან მარტამდე იმყოფებოდა. ახლა კი 21 მკვლევრისგან შემდგარი გუნდი ანტარქტიდაზე 6 თებერვლამდე დარჩება.

შეგახსენებთ, რომ 150-მეტრიანი Brunt Ice Shelf ყინულის მცურავი ნაწილია, რომელიც უედელის ზღვაში ყოველწლიურად 2 კილომეტრი სიჩქარით მოძრაობს. BAS-ის წყალობით კი, მის შესახებ ძალიან ბევრი რამ ვიცით, ყინულის ჩამოტეხვაზე მკვლევრებმა ჯერ კიდევ დეკემბერში განაცხადეს. ახლა კი ელიან, რომ ყინულს დინება დასავლეთით წაიყვანს…

3 შეცდომა, რომელსაც რეზიუმეს შედგენისას უნდა ერიდოთ

Apple-მა „ყალბი თვალის კონტაქტის“ ფუნქცია განაახლა