in

მსოფლიოს უდიდესმა აისბერგმა შესაძლოა, კატარსტროფა გამოიწვიოს

2017 წლის ივლისში ლარსენის შელფურ მყინვარს აისბერგი მოსწყდა და ღია ოკეანისკენ გაემართა.

ანტარქტიდაზე წარმოშობილი აისბერგების 90%-ზე მეტი ახლომდებარე სანაპირო დინების, საათის ისრის მიმართულებით მოძრაობს ანტარქტიდის გარშემო, სანამ ანტარქტიდის ცირკულარული დინების საწინააღმდეგო მიმართულებით არ მოხვდება.

„ჩვეულებრივ, ველოდებოდით, რომ ეს აისბერგები ღია ოკეანეში დაიშლებოდა და წარმოქმნიდა დიდ ტაკღებსა და არეულობას.” – თქვა გერაინტ ტარლინგმა, ბრიტანეთის ანტარქტიდის კვლევის ბიოლოგ-ოკეანოლოგმა.

თუმცა ასე არ მოხდა A68a-ის შემთხვევაში. ახლა იგი პირდაპირ სამხრეთ ჯორჯიის კუნძულისკენ მიემართება, სამხრეთ ატლანტიკაში და რამდენიმე დღეში, შესაძლოა შეიჭრას შორეულ სამყაროში, რომელიც სავსეა ველური ბუნებით. ამ შემთხვევაში, მკლევართა თქმით, აისბერგი, სავარაუდოდ, 10 წლის განმავლობაში დარჩება ამ კუნძულზე.

აისბერგი ზომით შედარებულია ბევრ ცნობილ კუნძულთან. მაგალითად, როგორც ამბობენ, A68a ფორმით ძალიან ჰგავს იამაიკას.

სამეცნიერო საგოდაოება იმის შესახებ მსჯელობს,იყო თუ არა კლიმატის ცვლილება პირდაპირ, ან ნაწილობრივ პასუხისმგებელი Larsen C- ის დესტაბილიზაციაში. მეცნიერებს შეზღუდული ინფორმაცია, თუ როგორ „იქცეოდა“ ყინული ისტორიულად. პოლარული აისბერგების მონიტორინგი და მიკვლევა მხოლოდ ბოლო ათწლეულების განმავლობაში დაიწყო თანამგზავრების განთავსებით.

მონაცემების თანახმად, ანტარქტიდა, ამჟამად, დედამიწაზე ერთ–ერთი ყველაზე სწრაფად-თბობადი ადგილია. სამხრეთ პოლუსზეც კი, რომელიც პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე ცივ „ლაქად“ ითვლება, ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ტემპერატურა სამჯერ გაიზარდა გლობალური საშუალო მაჩვენებლით.

”ის, რაც განსაკუთრებით გვაწუხებს, არის ის, რომ ამ აისბერგს არ აქვს ძალიან ღრმა კილი, ასე რომ, აისბერგის რაოდენობა წყლის ქვეშ არ არის იმდენი, რამდენადაც ჩვეულებრივ მსგავსი აისბერგისთვის, რაც მას საშუალებას მისცემს, ადვილად გადაიაროს შელფი და ძალიან ახლოს მივიდეს სანაპირო ხაზთან.“ – ამბობს ტარლინგი.

ასევე, ნორმან რეტკლიფის (ბრიტანეთის ანტარქტიდის კვლევის ზღვის ფრინველის ბიოლოგი) თქმით, აისბერგის სამხრეთ ჯორჯიაში შეჭრა ზიანს მიაყენებს და პრობლემებს შეუქმნის ველურ ბუნებას. მაგალითად, აქ მკვიდრი “მეფე პინგვინები”, როგორც წესი, 16 დღეს ანდომებენ  ორმხრივ მოგზაურობას, რათა თავიანთი პატარებისთვის საჭმელი შეაგროვონ. თუ მოგზაურობას გაცილებით მეტი დრო დასჭირდება, პატარები მშივრები დარჩებიან და მოკვდებიან.

ჰო! ჰო! ჰო! – Extra.ge-ზე Mastercard-ის საახალწლო ფასდაკლებები დაიწყო!

„ეზო საგურამო“ – სხვადასხვა ტიპის საცხოვრებელი სახლები, თბილისიდან 20 წუთის გზაზე