in

საშობაო კამპანიისთვის საშიში ლეგენდა გააცოცხლეს — Icelandair

ისლანდიური საშობაო კატის შესახებ გსმენიათ? ლეგენდარული ხალხური არსებაა, რომელზეც ამბობენ, რომ შობის დროს დახეტიალებს და ყველას ჭამს, ვინც საახალწლოდ ახალი ტანსახმელი არ მიიღო. მისი არსებობის მიზანი ადამიანების, განსაკუთრებით ბავშვებისა და ფერმაში მომუშავე პირების შთაგონება იყო, ზამთრამდე დაესრულებინათ სამუშაო და ჯილდოდ ახალი სამოსი მიეღოთ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, საკუთარი თავის წახალისებისა თუ საჩუქრების გადაცემის წახალისებას ემსახურებოდა…

M2

ცოტა საშიში პერსონაჟი კი გახლავთ, თუმცა დროთა განმავლობაში ეს ისლანდიური კატა შავი იუმორის საშობაო კულტურის ნაწილად იქცა, შესაბამისად, ხშირად ჩნდება წიგნებში, დეკორაციებსა თუ თანამედროვე რეკლამებში. ახლა სწორედ ამ უკანასკნელს გაგაცნობთ — Icelandair-ის საახალწლო კამპანიაში ცოტათი შავ იუმორს, სასაცილო და, ამასთან, უცნაურ სიუჟეტს ნახავთ. მთავარი გმირები ისლანდიური კატა და პატარა ბიჭი არიან, რომელიც მას ქუჩაში აღმოაჩენს. 

გადაწყვეტს კარგი ჩვევები დაასწავლოს, გაასუფთაოს და ემეგობროს. დროთა განმავლობაში კი თავად ნახავთ, თუ რად გადაიქცევა ყველასთვის საშიში გიგანტი კატა:

კამპანიაზე Hvíta húsið-ის სარეკლამო სააგენტომ იმუშავა. 

STEM ოლიმპიადის მონაწილეებისთვის საკონსულტაციო შეხვედრები იწყება – საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი

საქართველოს ბანკის საახალწლო შეთავაზებები სტუდენტებისთვის