in

სადაზღვევო კომპანიის სიურპრიზი მომხმარებლებისთვის – ვიდეო Ice T-ის მონაწილეობით

BOG
BOG

მომღერალი Ice T სადაზრვევო კომპანია GEICO Insurance-ის რეკლამას ძალიან კარგად მოერგო. ვიდეორგოლი სახალისოა და გაკვირვების ემოციაზეა აგებული. ბავშვები ქუჩაში ლიმონათს ყიდიან, იქვე მომღერალი Ice T ზის და გაზეთს კითხულობს. გამვლელები გაკვირვებით უყურებენ მომღერალს, ის ხომ ლიმონათს ყიდის ბავშვებთან ერთად?! ყველას ერთი და იგივე კითხვა უჩნდება – Is this Ice T? მოგეხსენებათ Ice T-ის თარგმანი არის “ჩაი ყინულით”,  ამიტომ მომღერალიცა და ბავშვებიც გაკვირვებით პასუხობენ – არა ეს ლიმონათია! დააკვირდით წარწერას.

GEICO Insurance-ის მომხმარებლები მშვიდად უნდა იყვნენ კომპანიის მომსახურებისას, მათ მრავალი სიურპრიზი ელის, რომელმაც შესაძლოა ასეთივე გაკვირვება გამოიწვიოს.

 

https://www.youtube.com/watch?v=EnR9ah0v1o4

 

Ice T-ს ძალიან მოეწონა სადაზღვევო კომპანიის ვიდეორგოლში მონაწილეობა და ბონუსად, მოლაპარაკებებთან დაკავშირებით რჩევები შემოგვთავაზა.

 

https://www.youtube.com/watch?v=XAmOOFvdEg4

Adidas-მა ფეხსაცმლის უჩვეულო წყვილი გამოუშვა, სპეციალურად, პარასპორტსმენებისთვის

როგორ გადააიქცია ორმა ახალგაზრდამ მტკვარი საგამოფენო სივრცედ – ურბანული არტ პროექტი