in

თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის უფასო „ონლაინ“ მასტერკლასები იწყება

ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციის (ICF) საქართველოს წარმომადგენლობა თვითიზოლაციაში მყოფ პირებს უფასო, „ონლაინ“ მასტერკლასების სერიას სთავაზობს. პროექტი კამპანიის “We Care”/„ჩვენ ვზრუნავთ“ ფარგლებში ხორციელდება.

BOG
BOG

„მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, როდესაც ემოციური ფონი ასეთი მომატებულია, ჩვენ, ქოუჩებმა დავინახეთ რეალური საჭიროება, ადამიანებისთვის შეგვექმნა მხარდამჭერი პლატფორმა, რომელიც მისცემთ საშუალებას გაუმკლავდნენ სტრესს, უკეთ მოახდინონ ადაპტაცია და შეინარჩუნონ კეთილდღეობა”, – ამბობს ICF-ის საქართველოს წარმომადგენლობის პრეზიდენტი ეკატერინე ბაბუნაშვილი.

მასტერკლასების სერია გაიხსნება ვებინარით „ემოციური ჰიგიენა ცვლილებების დროს”. მას  ICF თავად ეკატერინე ბაბუნაშვილი ჩაატარებს. მასტერკლასი 25 მარტს, 19:00 საათზე დაიწყება.  მონაწილეობისთვის, აღნიშნულ დროს, ეწვიეთ ბმულს https://zoom.us/j/115186627

რაც შეეხება მომდევნო ონლაინ მასტერკლასებს: 

  • 28 მარტი, 18:00 საათი – „პოზიტიური აზროვნების როლი გამოწვევებთან გამკლავებისთვის“  – ქოუჩი რუსო კვაჭანტირაძე, ICF საქართველოს ვიცე-პრეზიდენტი. მონაწილეობის მისაღებად გადადით ბმულზე: https://zoom.us/j/721830998
  • 3 აპრილი, 18:00 საათი – „როგორ ვმართოთ ენერგია იზოლაციის და დისტანცირების პირობებში” – ქოუჩი ნინო ბერუაშვილი, ICF საქართველოს ბორდის წევრი. მონაწილეობისთვის ეწვიეთ ბმულს: https://zoom.us/j/302395692
  • 7 აპრილი, 16:00 – უკან მომავალში, ანუ რას გვასწავლის გამოწვევები” – ქოუჩი გვანცა ბარაბაძე, ICF საქართველოს ბორდის წევრი. მონაწილეობისთვის გადადით ბმულზე: https://zoom.us/j/979356822

„კამპანიის ფარგლებში, ასევე, მიმდინარეობს უფასო ქოუჩ-სესიები, რომლებზეც რეგისტრაცია, სამწუხაროდ, უკვე დასრულდა, მაღალი მოთხოვნის გამო. კამპანიის ფარგლებში ინდივიდუალურ ქოუჩ-სესიას 75 ადამიანი გაივლის“.

COVID 19 ის გამოწვევების დასაძლევად თიბისი 5 მილიონ ლარზე მეტს გაიღებს

#დარჩისახლში? NASA გასწავლის, როგორ შეინარჩუნო კარგი განწყობა და პროდუქტიულობა პატარა სივრცეში ყოფნისას