6 მაისს, 18:00 საათზე გაიმართება ღონისძიება „ქოუჩინგი: ინსპირაციის წყარო“. მას ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციის (ICF) საქართველოს წარმომადგენლობა ატარებს.
ღონისძიების მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა:
- გაიცნონ „ICF საქართველოს“ წევრი ქოუჩები და პირადად მოისმინონ, თუ რა შეცვალა ქოუჩინგმა მათ ცხოვრებაში
- შემთხვევითი გადანაწილების პრინციპით, მოხვდნენ ერთ-ერთ ქოუჩთან, ისაუბრონ მნიშვნელოვან თემებზე და ნებისმიერ შეკითხვაზე მიიღონ ამომწურავი პასუხი. მსგავსი პრინციპით, მონაწილეები სამ სხვადასხვა ჯგუფში აღმოჩნდებიან, რაც შესაძლებლობას მისცემს, მიიღონ მრავალფეროვანი გამოცდილება და შთაგონება სხვადასხვა ქოუჩისგან“.
ღონისძიება, რა თქმა უნდა, „ონლაინ“ (Zoom) სივრცეში იმართება. მასზე დასასწრებად, ეწვიეთ ბმულს: https://us02web.zoom.us/j/83501070801
ღონისძიებასთან დაკავშირებით, დეტალური ინფორმაცია, იხილეთ ბმულზე.
„ქოუჩინგი: ინსპირაციის წყარო“ ქოუჩინგის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ტარდება, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 70 ქვეყანაში აღინიშნება. საქართველოში ქოუჩინგის საერთაშორისო კვირეული, პირველად, 2019 წელს ჩატარდა და მისი ბენეფიციარი 1200 ადამიანი იყო.
წელს კვირეულის ფარგლებში, ასევე, ჩატარდება უფასო ქოუჩ-სესიები, რომლებზეც რეგისტრაცია 6 მაისს დაიწყება.