in

„შენთვის, ჩვენთვის, ერთმანეთისთვის!“ – პროექტი Covid-19-ით გამოწვეული სტრესის შესამსუბუქებლად

ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციის (ICF) ადგილობრივი წარმომადგენლობა იწყებს პროექტს შენთვის, ჩვენთვის, ერთმანეთისთვის!. პროგრამის მიზანია, საქართველოს მოქალაქეებისთვის, Covid-19-ით გამოწვეული სტრესის შემსუბუქება.

„ჩვენ ვქმნით სივრცეს, სადაც ვხვდებით და ვსაუბრობთ პანდემიით გამოწვეულ სირთულეებსა და მათთან გამკლავების გზებზე; სივრცეს, სადაც ვუსმენთ და გვისმენენ“.

პროექტი ორი ნაწილისაგან შედგება:

  • ვებინარების ციკლი

„ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება, დაესწროს საჯარო ვებინარს, რომელზეც ICF საქართველოს წევრი ქოუჩები და მოწვეული ექსპერტები გააზიარებენ ინფორმაციას, როგორ გავუმკლავდეთ COVID-ით გამოწვეულ სირთულეებს; COVID-გამოვლილი ცნობილი სახეები გააზიარებენ საკუთარ გამოცდილებას. გაზიარდება ასევე სფეროში არსებული რესურსები“.

  • მხარდამჭერ ჯგუფებში მუშაობა

„შეიქმნება 20 კაციანი მხარდამჭერი ჯგუფები, რომელთა დისტანციურ მუშაობასაც ფასილიტატორები გაუძღვებიან. ჯგუფებში გაწევრიანება ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. საწყის, საპილოტე ეტაპზე, შეზღუდული ადამიანური და მატერიალური რესურსიდან გამომდინარე, იგეგმება რამდენიმე ჯგუფის გახსნა. ფასილიტატორთა ჯგუფებში იმუშავებენ ICF-ის გამოცდილი ქოუჩები, სხვადასხვა მიმდინარეობის ფსიქოთერაპევტები, ფსიქოლოგები და ახალგაზრდა მოხალისეები. ჯგუფებში მუშაობის მიზანია, შეიქმნას სივრცე, გარემო, სადაც ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, „გამოუშვან ორთქლი”, გააზიარონ საკუთარი ემოციები, გამოცდილებები. COVID-19-ით გამოწვეული სირთულეები.   ჯგუფის მუშაობა არ მოიაზრება, როგორც ფსიქოთერაპიული სესია. ჩვენი მთავარი ამოცანაა, შევქმნათ მხარდამჭერი გარემო, სადაც ადამიანები ერთმანეთს დაეხმარებიან მოსმენით, პოზიტიური გამოცდილების გაზიარებით, თანაგრძნობით, გაეცნობიან სტრესის მართვის ტექნიკებს და დაინახავენ შესაძლებლობებს იქ, სადაც მანამდე მხოლოდ პრობლემებს ხედავდნენ.

ვებინარებსა და მხარდამჭერ ჯგუფებში დარეგისტრირების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსდება „ICF საქართველოს“ წარმომადგენლობის Facebook გვერდზე.

 

[R]

Miniso-მ, უფრო კომფორტული „ონლაინ“ შოპინგისთვის, ვებგვერდი განაახლა 

როგორ დავუბრუნდეთ ჩვეულ სამსახურეობრივ ცხოვრებას ლოკდაუნის შემდეგ? – კვლევა ვუჰანიდან