in

ისი პარი – შენი პირველი სურნელოვანი მოგზაურობა

უკვე 29 წელია, „ისი პარი” ქართველ მომხმარებელს თავბრუდამხვევი სურნელებისა და ესთეტიკის სამყაროში ამოგზაურებს. ამ ბრენდთან ყველას თავისი გამოცდილება და დამოკიდებულება აქვს. ალბათ ამ სტატიის მრავალი მკითხველიდანაც ამოიცნობს თავს ბევრი თქვენგანი, თუ როგორ გახდა თავის დროზე ისი პარის მომხმარებელი, როგორ აღმოაჩინა სასურველი სურნელი და როგორ მიიღო ინფორმაცია ყველა იმ კითხვაზე, რაც პროდუქტთან დაკავშირებით აინტერესებდა. 

უკვე 29 წელია, ბრენდი ქმნის მზრუნველი, რომანტიკული არქეტიპის სახეს, რომელიც მომხმარებელს ყოველთვის გვერდით უდგას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების დროს. როგორ შეარჩიო სუნამო საყვარელი ადამიანისთვის, როგორ შეარჩიო შენს გემოვნებაზე მორგებული კოსმეტიკა – ისი პარის კონსულტანტები მუდამ მზად არიან დახმარებისთვის, რაც ნებისმიერ ფილიალში შესვლისთანავე იგრძნობა.

ზუსტად 29 წლის წინ, 1995 წელს გაიხსნა პირველი მაღაზია, რომლის სახელწოდებაც ასე ითარგმნებოდა – „აქ არის პარიზი”. სწორედ პარიზული მოდის სურნელი შემოიტანა ბრენდმა ქვეყანაში, რომელიც იმ დროს ეკონომიკურად თუ პოლიტიკურად რთულ ვითარებაში იყო. ისი პარი მაშინ გახდა ერთგვარი ხიდი ქართველ მომხმარებელსა და ცნობილ ფრანგულ ბრენდებს შორის.

29 წელია, რაც ბრენდი სიახლეებს ნერგავს, მოდას ფეხდაფეხ მიჰყვება და ისეთი ცნობილი ბრენდების კოლექციებს სთავაზობს მომხმარებელს, როგორებიცაა: Chanel, Hermes, Sisley, Shiseido, YSL, Lancome, Narciso Rodriguez, Dolce & Gabbana, Gucci, Chloe, Burberry, Bvlgari, Versace, J.P. Gaultier, I. Miyake, C. Klein, C. Herrera, Marc Jacobs, Cartier  და სხვა. ყოველი ახალი კოსმეტიკური პროდუქტი, რომელიც მსოფლიო მასშტაბით გაყიდვებში ეშვება, უმალ ისი პარიშიც ჩნდება, რაც ქართველ მომხმარებელს ტრენდული პროდუქციის გამოყენების საშუალებას აძლევს. 

29 წელია, ისი პარი არსებობს და ამის შემდეგ სულ ვითარდება. ეს არაა მხოლოდ პარფიუმის პირველი მაღაზიათა ქსელი, პროდუქტის გარდა ის გთავაზობთ სერვისებს, როგორებიცაა: ვიზაჟი, კონსულტაცია, კანის დიაგნოსტიკა და სხვა. აქვე არის შანელის კანის მოვლის კაბინეტიც, რომლის სპეცილისტიც თავად „შანელის” კომპანიაშია გადამზადებული და სახის მოვლის სხვადასხვა პროცედურას ატარებს. 

29 წლის წინ გაიხსნა პირველი მაღაზია და მას მერე რაოდენობა სულ იზრდება. 19 მარტს მე-20 ფილიალი გაიხსნა „გორი მოლში”. ფილიალების გარდა, ფართოა მისი ასორტიმენტიც – დღეისათვის იგი მოიცავს 90-ამდე ნიშ, ლუქს, პრემიუმ და მასმარკეტის პროდუქტს.

29 წელია, რაც ისი პარი ქმნის განწყობას და ზრუნავს იმაზე, რომ მაქსიმალურად ყველა მომხმარებელი კმაყოფილი იყოს, კოსმეტიკა და პარფიუმი კი ყველასთვის ხელმისაწვდომი. ფასებიც ისეა დარეგულირებული, რომ ყველა სეგმენტის მომხმარებლისთვის შესაძლებელი გახდეს, ისი პარიში პროდუქციის შეძენა. ერთგულ მომხმარებელს არც ის დაავიწყდება, ყოველი შენაძენისას როგორ იღებს დამატებით საჩუქარს ტესტერების ან გათამაშების ბილეთების სახით. 

29 წელია, ისი პარი მოწინავეა სილამაზისა და კოსმეტიკური ხაზის მიმართულებით და ცდილობს, არა მხოლოდ შექმნას, არამედ დანერგოს სექტორისთვის მნიშვნელოვანი ტენდენციები. მისი მოღიმარი და კვალიფიციური თანამშრომლები ყოველთვის სიხარულით ელიან მომხმარებელს, ათვალიერებინებენ სტენდებს და ეხმარებიან არჩევანის გაკეთებაში. ინდივიდუალური მომსახურების ეს ფორმა კი ძალიან მნიშვნელოვანია ამ სფეროში.

რომ შევაჯამოთ, ისი პარი ის ბრენდია, რომელიც უკვე 29 წელია, ამოგზაურებს თავის მომხმარებელს სურნელოვან სამყაროში, სადაც ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია, თავისი სასურველი არომატის აღმოჩენა და შეყვარება.

[R]

IKEA-ს თქმით, კატების დამსხვრეული ნივთების გამო არ უნდა იდარდოთ!

როგორ ვუთხრათ უფროსს, რომ სამსახურში თავს ბედნიერად არ ვგრძნობთ?