in

აისითი 11 წლის არის! – 11 წელი შენი სურვილების ერთგულად

აისითი 11 წლის იუბილეს აღნიშნავს! კომპანია  უკვე 11 წელია ერთგულად ზრუნავს მოხმარებლების სურვილების ასრულებაზე და წლებია, მათთან ერთად, ტექნოლოგიურ თავგადასავლებში თამამად იღებს მონაწილეობას! გამონაკლისი არც 2025 წელი ყოფილა, აისითიში 11 წლის იუბილესთან დაკავშირებული გრანდიოზული შეთავაზებები გელოდებათ!

ტექნოლოგიურ ერაში, სადაც მომხმარებლები ყოველდღიურად საკმაოდ დიდი რაოდენობით სარეკლამო სიახლეებს ეცნობიან, რთულია მათი უპირობო ნდობა მოიპოვო, თუმცა თამამად შეიძლება ითქვას, რომ აისითიმ ეს შეძლო. კომპანია წლებია მომხმარებლებისთვის ასოცირდება ოფიციალურობასთან, ხარისხთან, გარანტიასთან და სანდოობასთან, შესაბამისად, მათ მთავარ მიზანსაც ამ მნიშვნელოვანი ღირებულებების შენარჩუნება და თავისი ერთგული მომხმარებლისთვის კიდევ უფრო ბევრი სიახლის შეთავაზება წარმოადგენს. მომხმარებლებთან უშუალო, მეგობრული და გულწრფელი დამოკიდებულება, კომპანიას წლებია ერთ-ერთ წამყვან ბრენდად აქცევს ქართულ ბაზარზე. 

კომპანია, ამ ეტაპზე, მომხმარებლებს შემდეგი წამყვანი ბრედების ოფიციალურ პროდუქციას სთავაზობს: Apple, Samsung, Dyson, Honor, Realme, insta360, B&O, Shark და სხვა. თითოეულ მათგანზე ვრცელდება ოფიციალური გარანტია და ექსკლუზიური საგარანტიო პირობები.

დღეს, აისითი ქვეყნის მასშტაბით 5 ფილიალს აერთიანებს, თუმცა ამასთან ერთად, მომხმარებლეს სთავაზობს ონლაინ შოპინგის საუკეთესო გამოცდილებას , icity.ge-ზე მოხმარებელს შეუძლია დაათვალიეროს სრული პროდუქცია, აარჩიოს და გაეცნოს მათ მახასიათებლებს და მიიღოს ის სასურველ მისამართზე უსწრაფეს დროში, თანაც სრულიად უსასყიდლოდ.

11 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მომხმარებლებს 50%-მდე ფასდაკლება, სპეციალური ქეშბექ შეთავაზებები და საჩუქრები ელოდებათ!

[R]

კვირის ტოპ 7 რეკლამა

მხოლოდ მათთვის, ვისაც შეუძლია იყოს განსხვავებული — Louers Vodka-ს ბრენდინგი