20
Sep
2019

ტეხასში უსახლკაროებისთვის სახლებს 3D პრინტერით აშენებენ

20 Sep 2019

Alta
Alta


მედიცინის, ბიზნესისა თუ რობოტიკის შემდეგ, 3D პრინტერის გამოყენება სამშენებლო სექტორშიც ძალიან აქტუალური ხდება. ამის მთავარი მიზეზი, ალბათ, მშენებლობის სიიაფეა. შესაბამისად, სავარაუდოა, რომ ეს პრაქტიკა საკმაოდ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს დაბალბიუჯეტიანი მშენებლობის, შესაბამისად კი, ფინანსური პრობლემების მქონე ადამიანებისთვისაც კი ხელმისაწვდომი უბნების გაჩენაში. ერთ-ერთი ასეთი უბანი უკვე ჩნდება ტეხასში, კერძოდ, ქალაქ ოსტინში, სადაც 3D პრინტერით სახლებს უსახლკაროებისთვის აშენებენ.

სამშენებლო კომპანია, რომელიც ტეხასში, „3D უბნის“ შექმნაზეა პასუხისმგებელი Icon-ია. სტარტაპმა, მას შემდეგ, რაც პირველი პროტოტიპი ფესტივალ SXSW-ზე, 2018 წელს წარადგინა, სახლების „ბეჭდვის“ ტექნოლოგია ლათინურ ამერიკაში წაიღო, სადაც პირველად გაშენდა 3D უბანი.

ისინი იყენებენ პრინტერს სახელად Vulcan II, იმისათვის, რომ სახლების საბაზისო სტრუქტურა შექმნან, ადამიანები კი მხოლოდ დამატებით დეტალებს აგვარებენ – ფანჯრების, კარების ჩასმას და ა.შ. სახლის ასაშენებლად პრინტერს 48 საათი სჭირდება. რაც შეეხება ღირებულებას, ასეთი სახლის აშენება 10 000 დოლარი ჯდება.

პროექტის ფარგლებში, სტარტაპი არასამთავრობო ორგანიზაცია Mobile Loaves & Fishes-თან თანამშრომლობს. მათ უნდა ააშენონ 500 სახლი, 20 ჰექტარის ტერიტორიაზე.

განხილვა