in

სოციალური დისტანციის წესები საკულტო ალბომების გარეკანებზეც აისახა

კარანტინში ყოფნას არ შეუძლია ჩვენი შემოქმედებითი აზროვნების შეკავება.

კორონავირუსმა (COVID-19-მა) მთელი მსოფლიო გააერთიანა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის „სოციალური დისტანციის“ რეკომენდაცია არაერთი ადამიანისა თუ ბრენდისთვის აღმოჩნდა სათქმელის ყველაზე ეფექტურად გამოხატვის შესაძლებლობა.

მრავალ სხვა ინიციატივასთან ერთად, იყო ცნობილი ბრენდების გადაკეთებული ლოგოები, რომელიც კორონავირუსის პერიოდს ერგებოდა.

ამჯერად კი, ინდუსტრიის ვეტერანებმა და ლოს-ანჯელესში კრეატიული მაღაზიის – Activista-ს დამფუძნებლებმა, პაკო კონდემ და ბეტო ფერნანდესმა, გადაწყვიტეს, სოციალური დისტანციის წესები კლასიკური ალბომის გარეკანებზეც აესახათ.

როგორც ნამუშევრების ავტორები ამბობენ, ლოს-ანჯელესის სუპერმარკეტებთან დიდი რიგებია და დისტანციასაც, მაინცდამაინც, არავინ იცავს. სწორედ ეს პრობლემა გახდა მათთვის ინსპირაცია, რომ იქნებ, პოპკულტურის დახმარებით საზოგადოებამდე გზავნილი უფრო მარტივად და საინტერესოდ მიეტანათ.

არასდროს ისე, როგორც ახლა, გვჭირდება, რომ ჩვენი ჭკუა, ნიჭი, უნარები და გამოცდილება გამოვიყენოთ და კორონავირუსის გავრცელებას ხელი შევუშალოთ. ეს მოდა კი არა, ვალდებულებაა, – ამბობენ ისინი.


სილქნეტმა “StopCoV ფონდის” მხარდასაჭერად საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ერთი მილიონი ლარი ჩარიცხა

IKEA-ს პროექტი შშმ პირებისთვის, რომელმაც Cannes Lions-ზე გრან პრი აიღო [ქეის სთადი]