in ,

iCloud-ით ჩანაცვლებული დიდი ფოტოალბომები – კამპანია Practically Magic-ის მორიგი თბილი ვიდეორგოლი

90-იანი წლების ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილი თაროებზე შემონახული ძველი სურათების დიდი ალბომები და სავსე ყუთები იყო. მართალია, ახლა აღარც ალბომებია საჭირო, აღარც სურათის დაბეჭდვა, მაგრამ არის სმარტფონი და iCloud-ი, სადაც თითოეული ადამიანის გაცილებით უფრო მეტი სურათი ინახება, ვიდრე ამის წარმოდგენა აქამდე შეიძლებოდა. ამ არქივებში საუკეთესოების ძებნა საკმაოდ რთულია, სწორედ ამიტომ აქვს Apple-ის ახალ iOS 10-ს არაჩვეულებრივი ფუნქცია Memories, რომელიც თავად ახსენებს მომხმარებელს საუკეთესო მომენტებსა და მის ამსახველ ფოტოებს, გარდა ამისა, საშუალებას აძლევს მარტივად შექმნას პატარა მუსიკალური კოლაჟი. სწორედ ეს საკითხი გახდა ბრენდის კამპანიის, Practically Magic-ის ახალი სარეკლამო თემა და სპეციალურად მისთვის, ძალიან თბილი, ემოციური ვიდეორგოლიც შეიქმნა. რგოლში Memories ფუნქციას მოხუცი მამაკაცი ასრულებს, რომელიც ძალიან დიდ, იდუმალ არქივში ერთი კონკრეტული წყვილის მოგონებებს აგროვებს და მათგან ძალიან თბილ კოლაჟს ქმნის. ვიდეოს განსაკუთრებით ემოციურს ის ფაქტიც ხდის, რომ მასში რეალური შეყვარებული წყვილის ისტორია და ფოტოებია გამოყენებული. ესპანელი ცოლ-ქმარი, რომელიც ერთად უკვე 10 წელია ცხოვრობს და ბედნიერი ოჯახი აქვთ, დიდი სიამოვნებით გვიზიარებს მათი ცხოვრების ყველაზე ბედნიერ მომენტებს.

 

https://www.youtube.com/watch?v=wbpBdMUrqV8

საქართველოს რკინიგზა CER-ის ყოველწლიურ შეხვედრას მასპინძლობს

როგორ გახდე დონორი სმარტფონის საშუალებით? – საქველმოქმედო ორგანიზაციის კამპანია