„აი სი არ ჯგუფი” მხარს უჭერს გაეროს გლობალურ შეთანხმებას @globalcompact-ს და 2 წელია, რაც გაეროს გლობალური შეთანხმების მონაწილე კომპანიაა.
ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ წელს გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით ჩატარებულ ,,მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) ინოვაციის აქსელერაციის პროგრამის ახალგაზრდა პროფესიონალებისათვის“ გამარჯვებული აი სი არ ჯგუფის პროექტი – მწვანე ლოჯისტიკა (electrifying our logistics system & using solar panels to power our warehouse) გახდა.
გაეროს გლობალური შეთანხმების 25 წლის იუბილეს აღსანიშნავად 23 სექტემბერს ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ ლიდერთა სამიტზე აი სი არ ჯგუფის ორმა წარმომადგენელმა, როგორც გამარჯვებული პროექტის ავტორებმა – მარიამ ხაზარაძემ და ნინო მემანიშვილმა, წარადგინეს აი სი არ ჯგუფის პროექტი.

აი სი არ ჯგუფი ადამიანის უფლებების, შრომითი უფლებების, გარემოს დაცვისა და კორუფციასთან ბრძოლის პრინციპების ერთგულია. ჩვენ ვუერთდებით მოძრაობას, რომ მდგრადობა კარგია სამყაროსთვის და ბიზნესისთვის.
„აი სი არ ჯგუფი“ ერთ- ერთი ყველაზე დიდი და სტაბილური ორგანიზაციაა საცალო ბიზნესის სფეროში საქართველოში. კომპანიამ 1993 წელს დაიწყო საქმიანობა ქართულ ბაზარზე კომპანიას საქართველოს ბაზარზე წარმოადგენს საერთაშორისო ბრენდებს სხვადასხვა კატეგორიაში.


„აი სი არ ჯგუფი“ წარმოადგენს ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, აქსესუარების, ავეჯის საერთაშორისო ბრენდებსა და კვების ობიექტებს. ასევე, ბოლო წლებია, აგროსფერო ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტული სექტორია. ამ მიმართულებით აი სი არ ჯგუფის მიზანია — ხელი შეუწყოს ადგილობრივი წარმოების განვითარებასა და ეკოლოგიურად მდგრად ზრდას, მაღალი ხარისხის აგროპროდუქციის წარმოებასა და ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის გაძლიერებას.
[პარტნიორის კონტენტი]










