in

როგორ გავზარდოთ ჩვენი გავლენა სამსახურში

როგორ უნდა მოიპოვო ორგანიზაციაში, დღეს, ავტორიტეტი? რა უნარებისა და თვისებების ერთობლიობა გაძლევს სხვებზე გავლენის ქონის შესაძლებლობას? როგორ უნდა მისცე კოლეგებს მოტივაცია, რომ შენს ინიციატივებს მხარი დაუჭირონ და მიიღონ შენი იდეები?

pasha-statiebi
pasha-statiebi

რას ამბობენ ექსპერტები
სამუშაო გარემოში გავლენის ქონა ნამდვილად ღირებული რამ არის. შედეგად, შენ უფრო მეტ შესრულებულ საქმეს იღებ, გაქვს პროგრესი იმ პროექტებიდან, რომლებზე პასუხისმგებლობაც გაქვს. ეს კი, თავისთავად, იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტი შანსია, შეგამჩნიონ, შეგაქონ და დაგაწინაურონ. თუმცა კი, თანამედროვე სამუშაო გარემოში, დღეს, სხვებზე გავლენის მოპოვება იმაზე რთულია, ვიდრე ოდესმე წარმოგვედგინა. „არასდროს ყოფილა ასეთი რთული იმიტომ, რომ არასდროს ყოფილა ადამიანის გონება ამდენი რამით გაფანტული და გატაცებული. ერთ-ერთი მიზეზი კი, ინფორმაციის ჭარბი დოზაა“, – ამბობს ნიკ მორგანი.

ჩვენ რამდენიმე რჩევა მაინც გვაქვს, როგორ უნდა გავზარდოთ ჩვენი გავლენა სამსახურში და ვფიქრობთ, რომ გაზიარებად ღირს:

დაამყარე სამსახურებრივი კავშირები
ფუნდამენტურ დონეზე, როცა ადამიანებს შეგიძლია, გააკეთებინო ის, რაც გინდა, რომ მხარი დაგიჭირონ შენს ინიციატივებში – ამის მიზეზი ისაა, რომ მათ შენ მოსწონხარ. ეს არ ნიშნავს, რომ გასაოცარი ადამიანი უნდა გახდე და მთელი ენერგია სხვებისთვის თავის მოწონებაში ჩადო. უბრალოდ, ეცადე, კარგი ურთიერთობა გქონდეს თანამშრომლებთან. რასაკვირველია, ეს პირდაპირ მათ მიერ გამოვლენილ მხარდაჭერაში არ გადაითარგმნება, თუმცა უფრო მეტ შესაძლებლობებს მოგცემს, რომ მოგისმინონ. მოკლედ, პოზიტიური განწყობის შექმნა საქმეში ძალიან დაგეხმარება.

მოუსმინე, სანამ სხვების დარწმუნებას დაიწყებ
არაერთხელ მოგვისმენია და წაგვიკითხავს, რომ მოსმენა ერთ-ერთი საუკეთესო რამ არის ნდობისა და ურთიერთგაგების შენების პროცესში. ამიტომ, იყავი გულითადი მსმენელი. როცა იცი, რა უჭირთ, რა მოსწონთ, უხარიათ და რა აღიზიანებთ შენს თანამშრომლებს, უფრო მარტივია გამოსავლის მოძებნა. და გარდა ამისა, გამოსავალიც რომ ვერ იპოვო, თუნდაც, მხოლოდ მოსმენა, ძალიან, ძალიან სასარგებლო უნარია იმისთვის, რომ სამომავლოდ, უფრო მარტივად მიიღო სხვების დარწმუნებისას, შენთვის სასარგებლო შედეგი.

ყურადღება მიაქციე არავერბალურ კომუნიკაციასა და საუბრის ტონს
ხელების გადაჯვარედინება და ხანდახან ფეხების გადაჯვარედინებაც ფიზიკური ბარიერია, რომელიც მიანიშნებს, რომ შენ არ ეთანხმები პიროვნების მიერ გამოთქმულ აზრს. შენი მხრიდან გაღიმების, ან სასიამოვნო საუბარში ჩართვის მიუხედავად, თანამოსაუბრეს შეიძლება, გაუჩნდეს შეგრძნება, რომ გულახდილი არ ხარ.

ხელების გადაჯვარედინება, შესაძლოა, გაცილებით კომფორტული იყოს შენთვის, მაგრამ ამის დაძლევა მოგიწევს, თუ გნებავს, რომ ხალხმა აღგიქვას როგორც ტოლერანტული, მათი აზრით დაინტერესებული პიროვნება.

ასევე, შეუსაბამობა შენს სიტყვებსა და სახის გამომეტყველებას შორის კოლეგებში ეჭვს აღძრავს, რომ რაღაც რიგზე არ არის და შენ მათ მოტყუებას ცდილობ.

წარმატებული ბიზნეს- და პერსონალური ურთიერთობები დამოკიდებულია ურთიერთნდობასა და პატივისცემაზე… ამიტომ, არსებითია ეთიკური კომუნიკაცია ზრუნვისა და თანაგრძნობის თანხლებით.

განავითარე სპეციალური ცოდნა
სამუშაო გარემოში შენი გავლენის გაზრდის კიდევ ერთი გზაა, „იყო აღიარებული ექსპერტი“ შენს ინდუსტრიაში ან ორგანიზაციაში. ეს ერთი ღამის განმავლობაში არ მოხდება, მაგრამ ამაზე ზრუნვა ნამდვილად სასარგებლო იქნება. რეგულარულად დაესწრო კონფერენციებს, ჩაეწერო სასერტიფიკატო კურსებზე და ა.შ. მოკლედ, გამოავლინო ცნობისმოყვარეობა შენს სფეროში არსებულ ნებისმიერ სიახლეზე. „ეს იქნება ხილული და საზოგადოებრივი ნიშნები”, რომ შენ იცი, რა ხდება შენს სფეროში. ინფორმირებულობა და მისი საქმეში ადეკვატურად გამოყენება კი, მოგაპოვებინებს კოლეგების ნდობას, როგორც პროფესიონალსა და საკუთარ საქმეში ექსპერტს.

შეადგინე სტრატეგია
როდესაც დადგება დრო, რომ საჭიროა საკუთარი გავლენის გამოყენების დრო, იყავი სტრატეგიული. ჰკითხე საკუთარ თავს: „შემიძლია, თუ არა კონკრეტულ ადამიანზე გავლენის მოხდენა? თუ არ შემიძლია, მაშინ ვის შეუძლია ამის გაკეთება“ და შემდეგი ნაბიჯი იქნება, უკვე როდის და როგორ უნდა დაუახლოვდე ამ ადამიანს ისე, რომ შენს მიზანს, საქმე საუკეთესოდ შესრულდეს, მიაღწიო?!.

მიეცი ადამიანებს ის, რაც სურთ
თუნდაც, წინა პუნქტიდან გამომდინარე, შენს სტრატეგიაში უნდა შედიოდეს სხვები ინტერესების დაკმაყოფილებაც. ანუ, მიეცი ადამიანებს ის, რაც სურთ. გაითვალისწინე მათი პერსპექტივები. მოუსმინე, ესაუბრე, გაარკვიე და შედეგიც არ დააყოვნებს. საუბრისას გამოიყენე სიტყვა „ჩვენ“, რომ იგრძნოთ, თქვენ ერთი გუნდი ხართ და ერთი მიზნის მისაღწევად ხარჯავთ თქვენს რესურსებს.

ერთი შეხედვით, შეიძლება, ცოტათი ხელოვნურად და გამაღიზიანებლადაც კი მოგეჩვენოს ეს რჩევები. თუმცა დაგვერწმუნეთ, რომ სწორ დროს, სწორად გამოყენებული გავლენა შენზე, როგორც პროფესიონალზე და ორგანიზაციაზე – როგორც წარმატებულ კომპანიაზე აუცილებლად პოზიტიურ გავლენას მოახდენს.

წყარო: HBR



ჩვენ გვქმნის ის, რისკენაც მივილტვით – Montblanc-ის კამპანია

Miami Ad School-ის სტუდენტებმა, ადამიანებში თავდაჯერებულობის ასამაღლებლად, ფონტი გამოიყენეს