ავეჯისა და აქსესუარების ჰაბი, ICRHOME, 1 ივლისიდან ავეჯის ფესტივალს იწყებს, რომლის ფარგლებშიც მომხმარებელს მრავალი ფასდაკლება დახვდება და საშუალება ექნება, შეარჩიოს ავეჯი და აქსესუარები მისთვის მისაღებ ფასად.
ICRHOME აერთიანებს სახლისა და გარე ავეჯის, აქსესუარების, დეკორისა და განათების 8 კონცეპტუალურ ბრენდს, ესენია : „ლაბორატორია ჩემი სახლი”, „მობლერ ჰოუმი“, „კარე“, „მუდო კონცეპტი“, „ნატერიალი“, „სლიფ ენდ ბედი“, „ჩემი ოფისი“ და „Salon By Laboratory”. ფრანგული ბრენდის, „ნატერიალის” შოურუმში წარმოდგენილია სხვადასხვა სტილის ავეჯი ეზოსთვის, ბაღისთვის, აივნისა და ტერასისთვის, რაც მიმდინარე სეზონზე მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, არჩევანი სასურველ მოდელზე შეაჩეროს.
მომხმარებელს ყველა ბრენდის სრულ კოლექციაზე 70%-მდე ფასდაკლება დახვდება. ასევე, როგორც ბრენდის წარმომადგენლები გვეუბნებიან, იქნება განსაკუთრებული შეთავაზებები და უპრეცენდენტო ფასები. ფასდაკლება იმოქმედებს როგორც ცალკეულ ნივთებზე, ისე ავეჯისა და აქსესუარების კომპლექტებზე. შერჩეული ნივთების დაკომპლექტებაში კი მომხმარებელს ICRHOME-ის გამოცდილი და მაღალკვალიფიური პერსონალი დაეხმარება.
ICRHOME აღმაშენებლის ხეივანზე, N125-ში მდებარეობს. ეს არის სივრცე, სადაც მომხმარებელს ტრენდული და ექსკლუზიური კოლექციების ფართო არჩევანი აქვს. აქ დაგხვდებათ ხარისხის, ფასის სინთეზი და, რაც მთავარია, სასიამოვნო გარემო.
[R]