in

12 აპრილიდან, ბათუმში ICRHOME იხსნება

მულტიბრენდული ჰაბი ICRHOME 12 აპრილიდან ბათუმის ბაზარზე გამოჩნდება. ICRHOME საერთაშორისო კორპორაცია ICR-ის სახლის მიმართულებაა, რომელიც ავეჯის, დეკორისა და განათების ბრენდებს აერთიანებს და მომხმარებელს მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს ნებისმიერ საფასე კატეგორიაში.

ICRHOME ბათუმში წარმოდგენილი იქნება მომხმარებლისთვის კარგად ნაცნობი ბრენდებით : 

  • ლაბორატორია ჩემი სახლი – სახლის ავეჯი, დეკორი და განათება. 
  • ნატერიალი – ფრანგული ბრენდი გარე ავეჯის მრავალფეროვანი კოლექციით 
  • კარე –  ავეჯის, დეკორის და განათების გერმანული ბრენდი, რომელიც გამოირჩევა ორიგინალური კოლექციებით და არაორდინალური სტილით.

გახსნისთვის ICRHOME განსაკუთრებულად ემზადება და მომხმარებელს ბათუმში წარმოდგენილ სრულ კოლექციაზე  30% ფასდაკლებას სთავაზობს. შოურუმში მოსულ სტუმრებს, სპეციალურ შეთავაზებასთან ერთად, სასიამოვნო საღამო და საჩუქრები ელოდება. 

ნათია მექერიშვილი – ICRHOME მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი: 

„ICRHOME თბილისის ბაზარზე ავეჯის მულტიბრენდული ჰაბის სახით 2022 წლიდან ოპერირებს. ბათუმის ბაზარი ამ ეტაპზე ჩვენთვის აუთვისებელია, თუმცა მომხმარებელი კარგად იცნობს და ელოდება იმ ბრენდებს, რომლითაც შევდივართ.

ბათუმელებისთვის განსაკუთრებით ნაცნობი ბრენდია „ლაბორატორია ჩემი სახლი“, რომელსაც ხშირად სტუმრობენ თბილისში და აქტიურად გვთხოვდნენ ბათუმის ბაზარზე დაბრუნებას. ლაბორატორია ჩემ სახლთან ერთად, ავეჯის ჰაბი ICR HOME ბათუმის მოსახლეობას KARE-ს და Naterial-ის შოურუმებითაც გაანებივრებს.

„ნატერიალი“ წარმოდგენილი იქნება გარე ავეჯის მრავალფეროვანი კოლექციებით, რაც კონცეფციურად ყველაზე ახლოს არის ზღვისპირა, ტურისტულ ქალაქთან, მზესთან, დასვენებასთან და დადებით ემოციებთან. 

და „კარე“, რომელიც მომხმარებელს განსაკუთრებულად დახვეწილ დიზაინს, ტრენდულ ავეჯს და გამორჩეულ აქსესუარებს სთავაზობს.“

12 აპრილს ადგილზე მოსულ მომხმარებელს 2025 წლის უახლეს კოლექციებს, ბევრ სიახლესა და განსაკუთრებულ შეთავაზებებს ვპირდებით.

[R]

„მოტივაცია მოდის იმ შედეგიდან, რომელიც ადამიანებზე ახდენს გავლენას“- დენის ზარუბინი და ანა ქურდაძე, საქართველოს ბანკის გუნდის წევრები

Royal Ballet and Opera-მ რებრენდინგს ფარდა ახადა