კრიპტოვალუტის კომპანია თურქული გრანდის, „ბეშიქთაშის“ საკალათბურთო გუნდის მთავარი სპონსორი გახდა. შეთანხმების შედეგად, კომპანიის სახელი “Icrypex” კლუბის სახელის უფლებებს ფლობს, შესაბამისად, Icrypex Besiktas ტურნირში მონაწილეობას ამ სახელით გააგრძელებს. ასევე, კომპანიის სახელი სათამაშო მაისურის წინა მხარეს იქნება წარმოდგენილი.
ერთწლიანი სასპონსორო ხელშეკრულების სანაცვლოდ, ბეშიქთაში 1.3 მილიონ დოლარს მიიღებს, სპონსორმა აღნიშნული თანხა გუნდს 43 ბიტკოინით გადასცა.
სიახლეები ჩვენი მთავარი მოტივაციაა. გვინდა, ეს ბაზარი ავითვისოთ და ჩვენი კომპანიის შესახებ უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს. ბეშიქთაში უდიდესი ბრენდია, მასთან ამ ფორმით თანამშრომლობა ჩვენთვის უდიდესი გამოწვევა და მოტივაციაა. წინ ბევრი საინტერესო პროექტი და სიახლე გველოდება, – განაცხადა აიქრიეპსის გენერალურმა დირექტორმა, გიოქალპ იჩერმა.
