10
ივლ
2018

ლუდი „აისის“ კამპანია, რომელიც აქტუალური სოციალური თემებით გაიშალა

10 ივლ 2018

„არსებობს რაღაცები, რაც გინდა, მალე დასრულდეს, თუმცა არსებობს  ლუდი „აისი“, რომლის ცოცხალი გემოც გინდა, დიდხანს გაგრძელდეს“ – სააგენტო HOLMES&WATSON-მა იმუშავა კამპანიაზე, რომელიც თავდაპირველად, ვიდეორგოლის სახით გამოჩნდა ინტერნეტსივრცეში, თუმცა, მოგვიანებით, კომუნიკაციამ გარეთ – ბილბორდებსა თუ ღონისძიებებზე გადაინაცვლა, აქტუალური სოციალური თემებითა თუ კონტექსტის შესაბამისი გზავნილებით:

გიორგი ქუცა რუხაძე „HOLMES&WATSON”, Senior Copywriter: ლუდის მოყვარულებისთვის ლუდი განტვირთვის გემრიელი საშუალება და თითქმის ყოველდღიურობის შემადგენელი ნაწილია, ისევე როგორც ყოველდღიურობის შემადგენელი ნაწილია უამრავი არასასიამოვნო, თუ დამღლელი მომენტი. იდეა, რომლის გარშემოც ლუდი „აისის“ ახალი კამპანია ავაგეთ, სწორედ ისეთ [რაღაცეებს] ეხება, რაც გვინდა, მალე დასრულდეს, რათა დიდხანს გაგრძელდეს ლუდის ცოცხალი გემო. არ გაგვჭირვებია, გვეპოვნა ისეთი ძლიერი ინსაითები, რომლის მიმართაც ყველას ნეგატიური დამოკიდებულება აქვს, ხოლო შემდეგ მალე დაგვესრულებინა ისინი“.

 

ლევან ასათიანი  „HOLMES&WATSON”, Art Director: იდეამ კომუნიკაციის დინამიკურად განვრცობის საშუალება მოგვცა, რაც მომხმარებლისთვის ინფორმაციის ყველაზე მნიშვნელოვან მომენტსა და ადგილზე მიწოდებას გულისხმობს. სწორედ ამ პრინციპით შევქმენით „აუთდორ“ ვიზუალებიც, რომლებიც აქტუალურ სოციალურ თუ პოლიტიკურ თემას შეეხო, როგორებიცაა: ჰაერის დაბინძურება, საცობი, მშენებლობა, ოკუპაცია და ა.შ. გამონაკლისი, რა თქმა უნდა, არც სოციალური მედიაა, რომლის მეშვეობითაც, კიდევ ბევრ მიმდინარე საინტერესო თემას შევეხებით“.

ლუდი „აისის“ ბილბორდი ვარკეთილში

ლუდი „აისის“ ბილბორდი გორში

ლუდი „აისის“ ბილბორდი ყაზბეგის ქუჩაზე

თამარ გოჩაშვილი ICY, Brand Manager: ჩვენი მიზანი იყო, მომხმარებლისთვის ლუდი „აისის“ გემოვნური უპირატესობის წარმოჩენა, რასაც მისი დამზადების უნიკალური მეთოდი – ყინულის ფილტრაცია განაპირობებს. ყოველივე ეს კი გვინდოდა, არა კლასიკური, არამედ ორიგინალური გზით მოგვეთხრო. გარდა ამისა, მიგვეგნო ისეთი ხერხისთვის, რომელიც კამპანიას ორგანულად მოარგებდა სხვადასხვა თემასა თუ მოვლენაზე“.

ლუდი „აისი“ ზაფხულის პერიოდში მიმდინარე მნიშვნელოვან ღონისძიებებსაც შეუერთდა. კამპანიის მესიჯებმა კი, მუსიკალურ ფესტივალსა და მსოფლიო ჩემპიონატისთვის სპეციალურად ჩამოსხმულ ბოთლებზეც გადაინაცვლა.

Credits

Agency: HOLMES&WATSON

Client: აისი – Icy

Creative Director: Nikusha Antadze

Group Creative Director: Misha Bakhsoliani

Senior Art Director: Gio Kvlividze

Art Director: Levan Asatiani

Senior Copywriter: Giorgi Quca Rukhadze

Copywriter: Givi Kemoklidze

Client Service Director: Keta Kavlashvili

Account Manager: Maiko Gumberidze

Director: Rati Ramishvili

First AD: Nuca Zangurashvili

Executive Producer: Dimitri Sharashidze

Line Producer: Tatia Tabutsadze

Producer Assistant: Irinka Khvedelidze

DoP: Sandro Darakhvelidze

Set Design: Polina Rudchik

Set Designer Assistant: Sandro Nadareishvili

Costume Design: Tika Shengelia

Casting Manager: Nino Dolidze

Make Up Artist: Nino Bedeladze

Sound Design: George Gvarjaladze

Music: Papuna Drummer

CG Artists: Irakly Zurabishvili; Rhea Mamatsashvili, Tornike Jibuti

Color Correction: UPP

Drone: Sky Tech

Post-Production Producer: Buro

განხილვა