in

მამაჩემი არ მაძლევს უფლებას, რომ შევწყვიტო მოწევა

“I’d love to quit smoking. But my dad won’t let me.”

BOG

გერმანულმა სარეკლამო სააგენტომ პასიური მწეველებისთვის გამაფრთხილებელი ბეჭდური რეკლამა გააკეთა. სიგარეტის მოწევა და ორგანიზმის განადგურება არჩევანია, რომელსაც ადამიანი თვითონ ირჩევს. მის არჩევანში არ უნდა ჩავერიოთ, თუნდაც ჩარევა მოხდეს ჩვენი თამბაქოს კვამლით.

განსაკუთრებით ეს პრობლემა ბავშვებს ეხებათ. ისინი იძულებულები არიან მშობლების თამბაქოს კვამლი ისუნთქონ. შესაბამისად, ისინიც პასიური მწეველები ხდებიან.

სარეკლამო სააგენტოს კონცეფციაც ბავშვების მდგომარეობას ეხება – კამპანიის სლოგანი ” მამაჩემი არ მაძლევს უფლებას, რომ შევწყვიტო მოწევა” მშობლებს მოუწოდებს ბავშვები თამბაქოს კვამლს აარიდონ.

შეაფასეთ…

მარიხუანას პირველი რეკლამა მსოფლიოში

„მთაწმინდის პარკში“ რებრენდინგი განხორციელდა