in

მსოფლიოს ერთ-ერთი პრესტიჟული დიზაინ კონკურს IDEA-ს რებრენდინგი და ახალი იდენტობა

მსოფლიოში ერთ-ერთ პრესტიჟულ დიზაინის დაჯილდოებას IDEA ახალი ლოგო და ბრენდის იდენტობა აქვს. რედიზაინი მოიცავს ლოგოსა და ფესტივალის ჯილდოს. ახალი ბრენდინგის იდეა სათავეს იღებს ბავშვების სათამაშო სამშენებლო კუბებისგან. ასო A-ს ვიზუალი სამკუთხედად აღიქმება, ხოლო ასო E-ს კი კიბის საფეხურებად. ჯილდო შექმნილია 3D ასოებისა და კუბის მეშვეობით, რომლებიც მაგნიტით მაგრდება ერთმანეთზე. IDEA-ს რებრენდინგზე დიზაინ სტუდია Fuse Project-მა იმუშავა. მარკეტერი გთავაზობთ Fuse Project-ის შემქმნელის – ივ ბეჰარის კომენტარს ამ პროექტთან დაკავშირებით:

„IDEA არის დიზაინერების დაჯილდოება დიზაინერების მიერ. Fuse Project მუშაობდა IDEA-ს რებრენდინგსა და ჯილდოს რედიზაინზე. ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნა ახალი იდენტობა და ჯილდო, რომელიც იქნებოდა განსხვავებული და მეტყველი, როგორიც თვითონ ეს ინდუსტრიაა. საოცარია ის, თუ როგორ უკავშირდებიან ეს ასოები ერთმანეთს. დიზაინური გადაწყვეტის კუთხით, ეს მშვენიერი თავსატეხია, სადაც თითოეულ ნაწილს შეუძლია ცალკე არსებობა, თუმცა, ერთად ისინი უკეთ მუშაობენ. ფერთა სისტემა შთაგონებულია ბრწყინვალე და მხიარული მშენებარე სამყაროთი, რომელიც ჩვენ გარშემოა. ჩვენ ვიმედოვნებთ, ვაჩვენოთ მშვენიერი, შეერთებადი, განვითარებადი, მოქნილი, მხიარული, გამეორებადი, უცნაური და გასაოცარი დიზაინის სამყარო და ასე მივანიშნოთ ადამიანებს ჩვენი ცვალებადი ინდუსტრიის ბრწყინვალე მომავალზე.”

 

“გაფერმკრთალებული” News Feed-ი და შეცვლილი ფორმები – Facebook-ის განახლებული დიზაინი  

Seedstars Tbilisi 2017-ის გამარჯვებული ცნობილია!