in

გზა, რომელსაც იდეალური პროდუქტი გადის

პროდუქტის შექმნა ხანგრძლივი ამოცანაა. ის მოითხოვს ძალისხმევას, მოქნილ დაგეგმვას, უამრავი დეტალის დაგეგმვას. დაგეგმვის ამ პროცესს პროდუქტის გზამკვლევსაც უწოდებენ.

პროდუქტის გზამკვლევის ტიპები

პროდუქტის მენეჯმენტის ყველაზე პოპულარული მიდგომაა Agile და Waterfall. Waterfall ასახავს გრძელვადიან ვალდებულებას, რომელიც კონკრეტული ფუნქციების აგების შესახებ, განსაზღვრულ ვადებთანაა კავშირში. Agile კი, ითვალისწინებს გარდაუვალ ცვლილებებს და მნიშვნელოვანი სამუშაოს შესრულებაზეა პასუხისმგებელი. ის აწვდის მოკლევადიან გეგმას პროდუქტის მიზნების მისაღწევად და გეგმას მომხმარებლის ღირებულებას არგებს. გამომდინარე იქიდან, რომ ბიზნესების უმრავლესობას სისწრაფე და მოქნილობა უფრო სჭირდებათ, Agile მიდგომას არჩევენ.

პროდუქტის გზამკვლევის ძირითადი კომპონენტები:

პროდუქტები

ეს შეიძლება იყოს ნივთი, სერვისი ან მეთოდი, რომელიც მომხმარებლის ამჟამინდელ საჭიროებას ან მოთხოვნას აკმაყოფილებს. მას აქვს მატერიალური სარგებელი, მახასიათებლები, ფუნქციები, გამოყენება.

მიზნები

ეს უნდა იყოს გაზომვადი, დროში შეზღუდული მიზნები, რომლებსაც აქვთ მკაფიოდ განსაზღვრული მეტრიკა, შედეგების გასაზომად. მიზნები აუცილებლად არის პროდუქტის გზამკვლევის ნაწილი, რათა გაჩვენოთ მნიშვნელოვანი მიღწევები.

რელიზები

რელიზი, ახალი პროდუქტის ან ფუნქციის გაშვება, რომელიც ღირებულებას აწვდის მომხმარებელს. რელიზები ხშირად იმ მნიშვნელოვან ფუნქციებს, რომლებიც ერთდროულად შეგიძლიათ მიიღოთ.

მახასიათებლები

მახასიათებელი წარმოადგენს ახალ ან გაუმჯობესებულ ფუნქციონირებას, რომელიც აწვდის მომხმარებლებს ღირებულებას. მახასიათებელი იძლევა უფრო დეტალურ ინფორმაციას პროდუქტის განახლებული ფუნქციონირების შესახებ.

MVP

MVP არის განვითარების ტექნიკა, რომელშიც ახალი პროდუქტი იღებს საკმარის ძირითად მახასიათებლებს მისი ფუნქციონირებისთვის. MVP-ის მიზანია სწრაფად მიიღოს უკუკავშირი მომხმარებლებისგან და გააუმჯობესოს პროდუქტი დიდი დროის ან ფულის ინვესტიციის გარეშე.

მომხმარებლის ისტორია

ეს განსაზღვრავს პროგრამული უზრუნველყოფის ახალ ფუნქციას საბოლოო მომხმარებლის პერსპექტივიდან – რა და რატომ სურს მომხმარებელს. სიტყვები „ფუნქციები“ და „მომხმარებლის ისტორიები“ ხშირად ურთიერთშემცვლელად გამოიყენება.

ვადები

პროდუქტის გზამკვლევი, როგორც წესი, მოიცავს თარიღებს, აჩვენებს, როდის დასრულდება და გამოქვეყნდება ახალი პროდუქტები და განახლდება არსებული.

გზამკვლევის შესაქმნელად, პროდუქტის მფლობელები ითვალისწინებენ ბაზრის მიმართულებებს, ღირებულებებს, რომელთა შეთავაზებაც შეუძლიათ და საინჟინრო შეზღუდვებს. როდესაც ეს ფაქტორები გონივრულად არის გაგებული, ინიციატივებსა და ვადებში ითარგმნება. ნებისმიერი გზამკვლევის შესაქმნელად, პროდუქტის მფლობელმა უნდა გააერთიანოს დაინტერესებული ადამიანები და მათ მიერ გაზიარებული იდეებით ჩამოაყალიბოს გეგმა.

განსაზღვრეთ პროექტის მიზნები

როდესაც თქვენ ფიქრობთ პროდუქტის გზამკვლევის შექმნაზე, ძალიან მკაფიოდ უნდა დაისახოთ მიზანი. ახალი პროდუქტის შემთხვევაში, თქვენ უნდა დაიწყოთ იდეით და განსაზღვროთ MVP-ები, რომ ვინმემ შეძლოს მისი გამოყენება და მისი ფუნქციონალური გამოცდა. MVP არის პროდუქტის გზამკვლევის მნიშვნელოვანი ნაწილი და ის კარგად უნდა იყოს განსაზღვრული.

გზამკვლევი უნდა იყოს ნათელი და კონკრეტული

სიმარტივე და ლაკონურობა უმნიშვნელოვანესია. შეიძლება ფიქრობთ, რომ რთული გეგმის დეტალიზაციაც კარგი გზაა, თუმცა ეს მიდგომა მისკომუნიკაციისა და ვადებში აცდენის მიზეზი გახდება.

გზამკვლევის მომხმარებლის ისტორია

ხშირად, ძნელია გადაწყვიტო, რაზე გაამახვილო ყურადღება. მომხმარებლის რუკის შედგენა არის საინტერესო პროცესია, სადაც ყველა დაინტერესებული მხარე ჩართულია პროდუქტის ნარჩენების შექმნის პროცესში. ეს ბევრად პრაქტიკული და რეალისტურია, ვიდრე მოსაწყენი, 100-გვერდიანი დოკუმენტის დაწერა. ეს არის ზემოდან ქვევით მიდგომა მოთხოვნების შეგროვებისადმი და წარმოდგენილია ხის სახით. პროცესს ხელმძღვანელობს პროდუქტის მენეჯერი ან ნებისმიერი სხვა ოუნერი, დიზაინერთან, დეველოპერთან და ფინანსისტთან ერთად.

განსაზღვრეთ პროდუქტის მახასიათებლები და პრიორიტეტები

პროდუქტის გზამკვლევის შექმნა მოიცავს ყველა იმ მახასიათებლის გათვალისწინებას, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს ძირითად პროდუქტთან. ასევე, უნდა გაითვალისწინოთ მახასიათებლის პრიორიტეტულობა, რამდენად მალე უნდა შესრულდეს ის. თუ მახასიათებელი არსებითია პროდუქტის ფუნქციონირებისთვის, პირველ რიგში, სწორედ ეს ნაწილი შეასრულეთ.

ამოცანების კლასიფიკაცია

დაყავით პროცესი ამოცანებად და მათთვის შესაბამის ვადებად. ამ პროცესისთვის Excel ან მსგავსი პროგრამა გამოგადგებათ. დიდ პროექტებს შეიძლება დასჭირდეს 6-მდე დონის განსაზღვრა რუკაში ან ვადებში. მცირე პროექტებისთვის, ჩვეულებრივ, საკმარისია 3 დონე. გადაწყვეტილება იმის მიხედვით მიიღეთ, თუ რამდენად დიდია პროდუქტი.

 

წყარო: hubspot

ნახეთ: საუკეთესო კადრები ძაღლების ფოტოგრაფიის კონკურსიდან

წარბები, როგორც მაკდონალდსის ლოგო — Leo Burnett-ის კამპანია