20
Feb
2019

იდეები, რომლებიც ცხოვრების გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ

20 Feb 2019

დეივ ასპრი საკუთარ წიგნში “რას აკეთებენ ლიდერები, ინოვატორები და მავერიკები იმისთვის, რომ ცხოვრებაში მოგებულები დარჩნენ?” საუბრობს შთამბეჭდავ და საკმაოდ გამოყენებად იდეებზე, რომლებიც არა მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილი ტიპის ადამიანებს ეხებათ, არამედ ყველა სხვა დანარჩენსაც.

statiebi-bog
statiebi-bog

 

წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს:

თქვენი პერსონალური განვითარებისთვის შეცვალეთ გარემო, რომელშიც იმყოფებით

სწორედ ამას ეწოდება ბიოჰაკინგი – გარემოს შეცვლა იმგვარად, რომ თქვენს “ბიოლოგიაზე” სრული კონტროლი დაამყაროთ. როგორც მარშალ გოლდსმიტი გვეუბნება, “თუკი თქვენ არ შექმნით და არ აკონტროლებთ თქვენ გარშემო არსებულ გარემოს, გარემო დაიწყებს თქვენ გაკონტროლებას.”

ადამიანებს ხომ მართლაც გარემო აყალიბებს. გარემო, რომელიც ან ხელოვნურად შექმნილია, ან ნატურალური და ბუნებრივი. თითოეულ გარემოს თავისი წესები და შესაძლებლობები აქვს საიმისოდ, რომ ადამიანის პიროვნულ ზრდასა და განვითარებას შეუწყოს ხელი. ხშირად სწორედ ჩვენ გარშემო არსებული პირობები გვანდომებს, ვიზრუნოთ ჩვენსავე კეთილდღეობაზე, წინსვლასა და განსხვავებული ნაბიჯების გადადგმაზე. თქვენთვის პოზიტიური გარემო გინარჩუნებთ პოზიტიურ განწყობასა და მოტივაციას, აკეთოთ მეტი.

გარემოს შეცვლასთან დაკავშირებით, გთავაზობთ დეივ ასპრის რეკომენდაციებს:

მოათავსეთ მცენარე იქ, სადაც მუშაობთ და იზრუნეთ მასზე.

წადით ლაშქრობაში იმდენჯერ, რამდენჯერაც ამის საშუალება მოგეცემათ.

მიეცით თქვენს ბავშვებს უფლება, ითამაშონ ტალახში, მით უკეთესი, თუ თქვენც ჩაერთვებით..

გაისეირნეთ ბუნებაში კვირაში ერთხელ მაინც (არ დაგავიწყდეთ მეგობრების წაყვანა!)

ცოტა ხნით მოწყდით არსებულ გარემოს და საკუთარ სამყაროში გადაინაცვლეთ, თუკი იგი რუტინული მოგეჩვენებათ..

კიდევ ერთი რჩევა, რომელსაც დეივ ასპრი საკუთარ წიგნში იძლევა: იყავით მადლიერი თქვენი გონების და სამყაროს მიმართ..

მართლაც, მადლიერება ყველა სხვა განცდაზე მაღლა დგას. მადლიერება იმის გამო, რომ ოდესღაც გადალახეთ შიში კონკრეტული საქმის კეთებისადმი, რისკების დაშვების შიში, უბრალოდ ყოველდღიურობის შიშიც. ამ ყველაფრის შემდეგ კი გახდით ადამიანი, რომელმაც ისწავლა სიმამაცე და გამბედაობა. არასდროს დაგავიწყდეთ, რომ ეს გარდაქმნა ყოველთვის თქვენს ტვინში ხდება. თქვენივე გონება ხშირად გაძლევთ საშუალებას, აკეთოთ ის, რასაც გეგონათ, რომ ვერასდროს შეძლებდით. ყველაფერ ამის ფონზე თქვენ ბედნიერება გეუფლებათ, ბედნიერება კი ყოველთვის გეხმარებათ, საუკეთესოდ აკეთოთ თქვენი საქმე.

ასევე, არ დაგავიწყდეთ სამყაროც, რომელიც ხშირად გაყენებთ გამოწვევების წინაშე. გამოწვევები კი ის ფაქტორია, რომელიც ცხოვრებისეულ გამოცდილებას გაძლევთ და ბევრ რამეს გასწავლით. სამყარო საუკეთესო მასწავლებელია, თუკი დაფიქრდებით და მოგინდებათ, რომ ეს გააცნობიეროთ..

წყარო: Inc



განხილვა