ხალხის გამოცდილებასა და ცოდნასთან ერთად, იზრდება ისეთი სასწავლო კურსების რაოდენობაც, სადაც ეს ადამიანები თავიანთ ცოდნასა და შეხედულებებს აზიარებენ. ასე იყო ძველ საბერძნეთში და ასეა ახლაც. თუმცა, არსებობს შეხედულება, რომ როგორც სიყვარული, იდეებიც და სამყაროს განვითარებაც ბრუნვადია. სწორედ ამ ბრძნული სიტყვებიდან შეიქმნა სმარტ აკადემიაში, ერთი შეხედვით, თითქოს, არამსგავსადდატვირთულსახელოვანი კურსი – “იდეების დაჭერობანა”.
კურსის შემოქმედებითი ხელმძღვანელი და არანაირად ლექტორი, მასწავლებელი ან მსგავსი კონსტრუქტის მატარებელი ადამიანი არის ლაშა დ. კოტორი – ლივინგსტონის ამჟამინდელი კრეატიული დირექტორი, ეკუნას შეყვარებული და ბევრი იდეის მსწრაფმჭერი.
“იდეების დაჭერობანა” აპრილის პირველი კვირიდან დაიწყება და თუ დაგაინტერესათ, მაშინ ჩვენსავით მსგავსი კითხვები გაგიჩნდებოდათ:
რატომ დაარქვით “იდეების დაჭერობანა” და რას ნიშნავს უფრო კონკრეტულად ეს სახელი?
რაც ამ სფეროში ვარ და უფრო მეტად, რაც ამ სამყაროში ვარ, მუდამ ვცდილობ (როგორც ყველამ) დავიჭირო წამი, იდეა, ან თუნდაც ვიღაცის ყურადღება – არა იმიტომ რომ სოციალიზაცია, ან სხვისი ჩემდამი ინტერესით კვება მჭირდება, არამედ იმიტომ რომ მარტო რთულია საოცრებების კეთება.
დამატებით, ვარ კრეატიულ ინდუსტრიაში, სადაც იდეების ზღვაა და ყველანი ვცდილობთ დიდი ნადავლი მოვიხელთოთ. ასე ვთქვათ, ყველას ჩვენი ტექნიკა გვაქვს და, მეტად, ჩვენი ხედვა, წარმოდგენები.
შესაბამისად, თუ საოცრებების კეთება გინდა და “იდეურად თევზაობ” მაშინ ამ კურსში მე დაგეხმარები რომ კარგად აღიქვა არსებული სიტუაცია კრეატიულ ბაზარზე, გადაიაზრო შენი უნარები, დასახო მიზანი, მოძლიერდე და მერე პირდაპირ იქითკენ იარო სურვილის სვლით, სადაც გულს მიყავხარ და გონება მოგყვება!
ეს გასაგებია, მაგრამ შენი მოტივაცია რა არის ამ თვალსაზრისით?
ჩემი საქმე, ისევ როგორ შემოქმედებითი ხელმძღვანელის, თუნდაც ლივინგსტონში, ამ კურსზე ან ჩემივე ცხოვრებაში არის რომ ხალხს თვალები ავუნთო, ტვინი გადავუწვა და, უბრალოდ, ის, რაც ძალიან მაოცებს და მახარებს, მათაც გავუზიარო. შესაბამისად, ჩემნაირი ხალხი მიყვარს და გვერდით მჭირდება.
რეალურად, ბაზარზე ცოტა პროფესიონალია და ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ პროცესს ვერ ხედავენ. წერაც იციან, არც ეზარებათ, მაგრამ, აი, რაღაც არის გონებაში, რაც გასაქანს არ აძლევთ და მინდა რომ ეგ რაღაც დავანგრიოთ კი არა, ზედ დავდგეთ, შევყვიროთ და ყველა გავაოცოთ.
კონკრეტულად რას ისწავლიან ამ კურსით, გარდა იმისა რომ გადაიაზრებენ ამჟამინდელ კონტექსტს და შენს გამოცდილებას მოისმენენ?
ალბათ, სილაბუსში უფრო კარგად წერია, მაგრამ მაინც ჩამოვთვლი:
- იდეების წერის ტექნიკებს – მაგალითად, ძაან დაღლილიც და უხასიათოდ რომ 30 იდეას დაწერ, რადგან უკვე ჩვევაა და “შპარგალკა” გაქვს.
- შემოქმედებით ხედვა – როგორ დავკონცენტრირდე საკითხზე ისე, რომ იდეა დავიჭირო (რა წესები, ტექნიკები და აუცილებლობაა)
- დაფიჩვა – როგორ უნდა მოყვე შენი იდეა, საკუთარი თავი და რას ელიან?
- კონტექსტი – რეალურად, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ეს. რაც არ უნდა მაგარი იყო, როგორი ნიჭიერიც, გჭირდება რომ გესმოდეს რა სიტუაციაში ხარ და როგორ გამოიყენო შენი უნარები იმისთვის, რომ მუდამ გაუმჯობესდე და სხვასაც დაეხმარო გაუმჯობესებაში.
მოკლედ რომ ვთქვა, 3-თვიანი სტაჟირების სტრუქტურა დავაკომპენსირე, გავწმინდე და ვაქციე ერთგვარ იდეების პროფილაქტიკად, რომლის შემდეგ იდეების დაჭერა ისეთივე მარტივი იქნება, როგორც ამ ინტერვიუს დამთავრება. მადლობა!
ასევე გაგიზიარებთ მოცემული კურსის შემოქმედებითი ხელმძღვანელის ზოგიერთი ნამუშევრის სიას (დასტალკვამდე!)
სამუშაო გამოცდილება:
- კრეატიული დირექტორი, ლივინგსტონი;
- კონტენტ დირექტორი, კრაკენი;
- ქოფირაითერი, კრაკენი.
მიღწევები:
- “KIAF” კიევის კრეატიული ფესტივალი, “Merchandising/in-store experience”, ბრინჯაო;
- Young Eurobest Georgia, 1-ლი ადგილი;
- White Square, Change For Good, ვერცხლი;
გამორჩეული “საქმიანი” პროექტები:
რჩეული პირადი პროექტები:
- Isolated prints
- ჩაეტიე წუთში
- პირველი ამოძრავებული ქართული მანგა
- მუსიკალური გაერთიანება “შაბათ-კვირა”
გაიგე კურსზე მეტი აქ.
[პარტნიორის კონტენტი]