in ,

იდეიდან რეალობამდე ! ჯეოსელისა და Betterfly-ს ერთობლივი ინოვაციური პროექტი !

Air Graffiti – ახალი ინოვაციური ტექნოლოგიის  მონიტორია, რომელიც ჯეოსელის ვაკის ფილიალში დაამონტაჟეს. ახალი ჰუავეის სმარტფონის შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია საკუთარი დიზაინით შექმნას ქეისი თავისი ახალი სმარტფონისთვის. მარკეტერი იდეის  შესახებ  Betterfly-ის ციფრული პროექტების მენეჯერს,  სანდრო ხასიას ესაუბრა.

M: როგორ გაჩნდა ეს იდეა?

ჯეოსელს ჰქონდა ახალი ინოვაციური პროდუქტის იდეა. მათ სურდათ საქართველოში ჩამოეტანათ ონლაინ Air Graffiti-ს სისტემა. ამისთვის საჭირო იყო  დიჯიტალური დახმარება. Betterfly-ში გვაქვს ეს მიმართულება და შევისწავლეთ  სისტემა. პირველ ეტაპზე, მოლაპარაკება გვქონდა Air Graffiti-ს მწარმოებელ ამერიკულ კომპანიასთან, მეორეს მხრივ კი მოლაპარაკებას ვაწარმოებდით ჩინურ კომპანიასთან,  ქეისებზე სახატავი აპარატის ჩამოტანასთან დაკავშირებით. ამ ყველაფრის მოგვარების შემდეგ  ავაწყეთ სისტემა.

case 2M: როგორ  ხდება Air Graffiti-ს  გამოყენება – რა გზა უნდა გაიაროს მომხმარებელმა ქეისის გასაკეთებლად?

როდესაც მომხმარებელი მოვა ჰუავეის სმარტფონის შესაძენად, მას შეუძლია გააკეთოს განაცხადი ,რომ უნდა ქეისი. შემდეგ შექმნას უნიკალური ნახატი. შესაძლებელია გრაფიტი დიზაინერმა დახატოს ან მომხმარებელმა უკვე არსებული,  წინასწარ დახატულიდან ამოირჩიოს და ქეისი მაშინვე დამზადდება. ამისთვის ჩვენ გავაკეთეთ ავტომატიზირება და შევქმენით სოფტი, რომელიც არის მომხმარებლის მიერ მართვადი სისტემა. განაცხადის მიღების შემდეგ ფოტო იგზავნება მხატვართან და მზადდება ქეისი.
ჩვენ მომხმარებელს ვაწვდით სრულ ინფორმაციას მუშაობის პროცესზე, შესაბამისად, მათ იციან რა დროა საჭირო ქეისის დასამზადებლად  და რა დროს უნდა მოვიდნენ. ეს ხელს უწყობს სწრაფ,  გამართულ მუშაობას და რაც მთავარია, არ გროვდება რიგები. სოფტი, რომელსაც Air Graffiti-სთვის ვიყენებთ, სპეციალურად  ამ პროექტისთვის შევქმენით.

case 1M: როგორ შეაჯამებდით პერვალაით სმარტფონისთვის განხორციელებულ ამ ინოვაციურ პროექტს?

რეალურად დაინტერესება დიდია. უკვე დაიბეჭდა 50 მდე ქეისი. განაცხადებები შემოდის ყოველდღიურად.  რაც ყველაზე მთავარია, თავად მომხმარებელი კმაყოფილია ჩვენი მომსახურებით და განსაკუთრებით, საკუთარი ნახატით დამზადებული,  ორიგინალური ქეისით. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ სმარტფონ პერვალაითის ყიდვის შემდეგ აქვს მომხმარებელს საშუალება, საკუთარი გემოვნებით მოხატოს ქეისი.

case



ანსამბლი “რუსთავი” ცვლილებებს განახლებული ლოგოთი იწყებს !

ქუჩის მუსიკოსებისთვის შექმნილი ლეიბლი – “Sound of Change”