in

როგორ აღმოაჩინოთ და განავითაროთ თქვენი ძლიერი მხარეები

რა არის თქვენი ყველაზე დიდი სისუსტე? ეს კითხვა ალბათ ყველას მოუსმენია გასაუბრებაზე. შეიძლება წინდაწინ მოფიქრებულიც გაქვთ პასუხი, რომ ხართ პერფექციონისტი, ზედმეტად ამახვილებთ ყურადღებას დეტალებზე ან სამუშაო საათის შემდეგ გონების დასვენება გიჭირთ. მართლაც რთული კითხვაა, თუმცა ბევრად რთულია პასუხი კითხვაზე: რა არის ჩემი ყველაზე ძლიერი მხარე?

უმეტესობა, კორპორაციული აღმასრულებელი დირექტორებით დაწყებული MBA და ბაკალავრიატის კურსდამთავრებულების ჩათვლით, უფრო მეტად ამახვილებს ყურადღებას სისუსტეების იდენტიფიცირებასა და გამოსწორებაზე, ვიდრე მათი ძლიერი მხარეების ხაზგასმაზე. შედეგად, ადამიანთა უმეტესობას ნაკლები წარმოდგენა აქვს იმის შესახებ, თუ გამოსდით შესანიშნავად, ვიდრე ის, თუ სად სჭირდებათ განვითარება.

რატომ ვეჭიდებით ჩვენს სისუსტეებს? არსებობს მრავალი მიზეზი, რის გამოც ჩვენ უფრო მეტად ვფიქრობთ ჩვენს სისუსტეებზე, ვიდრე ძლიერ მხარეებზე:

ჩვენ ვცხოვრობთ „გამოსწორებას“ დაჩვეულ საზოგადოებაში

პატარა ასაკიდან, ბევრი ჩვენგანი იძულებულია კონცენტრირდეს უფრო მეტად განვითარების სფეროებზე, ვიდრე ჩვენს მიღწევებზე. ეს მოდის მშობლების, მასწავლებლების და ზოგადად საზოგადოების მხრიდან. როდესაც ბავშვი სახლში მოდის დაბალი ნიშნით რომელიმე საგანში, მშობლები უფრო მეტად ცდილობენ დაეხმარონ სისუსტის გამოსწორებაში, ვიდრე ძლიერი მხარეების განვითარებაში.

ჩვენ განვიცდით ნეგატიური ფიქრებისკენ მიდრეკილებას

მიზეზი ჩვენს ფსიქოლოგიას უკავშირდება. პენსილვანიის უნივერსიტეტის მკვლევრები ამტკიცებენ, რომ ადამიანებს გვახასიათებს ნეგატიური მიკერძოება – ანუ, ჩვენ უფრო მეტად ვაქცევთ ყურადღებას და ვადარებთ ნეგატიურ მონაცემებს, ვიდრე პოზიტიურს. ამ ტენდენციამ ალბათ ევოლუციურად გადმოგვცა სიფრთხილის ჩვევა. ახლა კი, ის გვაიძულებს ნაკლებად განვიხილოთ დადებითი მხარეები, რის გამოც გვიჭირს საკუთარი სიძლიერის ობიექტურად შეფასება.

ვერ აღვიქვამთ, რაც ყველაზე ბუნებრივად გამოგვდის

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებს აქვთ ზოგადი განცდა, თუ რაში არიან ძლიერები, ისინი უგულებელყოფენ თავიანთ ნამდვილ ტალანტსა და შესაძლებლობებს. როდესაც ბუნებრივად კარგად გამოგდის ხანგრძლივი პრაქტიკის განმავლობაში, კონკრეტული საქმე ადვილად გეჩვენება. ადამიანები მიდრეკილნი ვართ ნაკლებად დავაფასოთ ის, რაც ჩვენთან ადვილია, და პირიქით, უფრო მეტად ვაფასებთ, რაც გამოწვევას წარმოადგენს.

ზოგადი და თანდაყოლილი ძლიერი მხარეები

ცხადია, ბევრ ჩვენგანს – ინსტინქტით თუ გამოცდილებით – განუვითარდა ჩვევა უგულებელყოს ის, რაც კარგად გამოსდის. პირველი ნაბიჯი არის განსხვავების აღქმა ზოგად და თანდაყოლილ ძლიერ მხარეებს შორის. ზოგადი ძლიერი მხარეები კომპეტენციებია და ხშირად განპირობებულია გარე მოტივაციური ფაქტორებით.

თანდაყოლილი ძლიერი მხარეები შინაგანად მოტივირებული და ორიენტირებულია. ეს ძლიერი მხარეები არის ინსტინქტური. იმის გამო, რომ ისინი ადვილად მოდიან ჩვენთან, ჩვენ ვგრძნობთ შინაგან მოტივაციას, გამოვიყენოთ ისინი.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თქვენი თანდაყოლილი ძლიერი მხარეები არის ის, რასაც აკეთებთ ისე ბუნებრივად, რომ ვერ ამჩნევთ მათ, ან ის, რაზეც გითქვამთ: „ოჰ, ამას უფასოდ გავაკეთებდი!“ ხშირად, როცა ვერ აცნობიერებთ საკუთარ თანდაყოლილ ძლიერ მხარეებს, ვერ ხედავთ იმას, რაც უნიკალურად გაქცევთ. როდესაც ასე ხდება, თქვენ ხელიდან უშვებთ შესაძლებლობას გამოიყენოთ თქვენი ძლიერი უნარები ისე, როგორც სარგებელს მოგიტანდათ თქვენც და საზოგადოებასაც. კარგი იქნება გესმოდეთ, როგორ გამოგარჩევთ თქვენი ძლიერი უნარების გამოყენება.

გამოცადეთ ძალები ახალ სიტუაციებში

ზოგიერთი თქვენი ძლიერი მხარე შეიძლება არ „გააქტიურდეს“ ან არ ამოვიდეს ზედაპირზე, სანამ სწორ სიტუაციაში არ აღმოჩნდებით. ყველაფერი გამოცადეთ სამსახურში, დაესწროთ შეხვედრას სხვა გუნდთან ან ჩაერთეთ ისეთ პროექტში, რომელიც თქვენს ინტერესს იწვევს. ამ შესაძლებლობების დახმარებით, თქვენ შეიძლება ბუნებრივად აღმოაჩინოთ მიდრეკილება გარკვეული ამოცანებისა და პასუხისმგებლობებისკენ. ის, რასაც სიამოვნებით აკეთებთ ნებაყოფლობით, შეიძლება თქვენი ძლიერი მხარე აღმოჩნდეს.

ზოგჯერ შეიძლება არ იცოდეთ რა არის თქვენი თანდაყოლილი სიძლიერე, სანამ კრიზისულ სიტუაციაში არ ან არ იქნებით ზეწოლის ქვეშ ისე, რომ იძულებით გაზარდოთ თქვენი კომფორტის ზონა და განავითაროთ ახალი კუნთები.

წყარო: HBR



26-30 ივნისს ექსტრაზე განსაკუთრებული ფასდაკლება გეგულება!

საქართველოს ბანკის წარმომადგენლებმა უზბეკეთში AWS Community Day-ს მონაწილეებს გამოცდილება გაუზიარეს