in

ფულზე მნიშვნელოვანი პერსონალური მონაცემებია! იდენტობის ძარცვა ბრიტანული Royal Mail-ის ვიდეორგოლში

M&C Saatchi-ს მიერ Royal Mail-ისთვის შექმნილ ვიდეორგოლში „ძარცვა”, პერსონალური ინფორმაციის გამოძალვა გატოლებულია ბანკის ძარცვასთან. სიტუაცია ვითარდება ბანკში, რომელიც სავსეა ხალხით. რეკლამა იწყება ჰოლივუდური ფილმებიდან ჩვენთვის საკმაოდ ნაცნობი სიტუაციით, მძარცველები იჭრებიან სივრცეში, ხალხი შეშინებულია, იქმნება ტიპური ძარცვის შთაბეჭდილება, ზოგი ადგილზე მყოფი ფულს გაუწოდებს მძარცველს, თუმცა, მათ ქმედებას ფინანსური ინტერესი არ აქვს საფუძვლად. ისინი ბევრად ღირებული რამის – პერსონალური მონაცემების წასაღებად არიან მოსული. მას შემდეგ, რაც თითოეულ იქ მყოფს გამოძალავენ ინფორმაციას საცხოვრებელი ადგილის, ოჯახური მდგომარეობის, ქონებისა თუ შვილების შესახებ, მძარცველები ტოვებენ ბანკს. გამოძალვის მსხვერპლთათვის პერსონალური ინფორმაციის უცხოთათვის გაზიარებით მიყენებული ფსიქოლოგიური ზარალი ბევრად მტკივნეულია, ვიდრე გარკვეული თანხის დაკარგვით გამოწვეული მდგომარეობა შესაძლოა ყოფილიყო. Royal Mail ბრიტანული საფოსტო სერვისია და ავრცელებს თავის მომსახურებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

BOG

 

https://www.youtube.com/watch?v=Lny4Une4OU4

ლუდი “ჰოლანდია” უკვე საქართველოშია !

კარგი ლიდერისთვის დამახასიათებელი 5 უნიკალური თვისება