in

შენი იდენტობა შეიძლება მოიპარონ!

ეს ვიდეო,  ფაბერლინის Safer Internet Banking”კამპანიის ნაწილია. კომუნიკაციების სააგენტო  “Duval Guillaume” ნათლად გვანახებს, თუ როგორ შეუძლია სრულიად უცხო ადამიანმა თქვენი იდენტობა მოიპაროს და თქვენ ცხოვრებას დაეუფლოს.

ვიდეო მოგვიწოდებს მეტი სიფრთხილისკენ, როდესაც საქმე ინტერნეტ ბანკინგს, ან ფინანსურ ტრანსაქციებს ეხება. ვიდეოში ნაჩვენებია საეჭვო პირი, რომელმაც Facebook-ზე მსხვერპლად  ვინმე ტომი აირჩია. ქურდი თაღლითური გზით ტომის ინტერნეტ საბანკო ანგარიშს დაეუფლა, მაგრამ მისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. მას სურს ტომის ცხოვრება და იდენტობა მიისაკუთროს.

ლატექსის და კოსმეტიკის დახმარებით ის იერს იცვლის და ტომს ემსგავსება, ესალმება მის მეგობრებს, და ხელს აწერს ძვირადღირებულ შეკვეთებს. ვიდოეს ბოლოს ქურდი ამბობს “მთელი თქვენი ცხოვრება ონლაინაა განთავსებული, და სანამ თქვენ ამას გააცნობიერებთ, ვიღაც ჩემნაირი მას მიისაკუთრებს”.

მერსედესის სილუეტი

როგორ გაჩნდა დრაკონის თავის ქალა სანაპიროზე