in ,

„სრულფასოვანი ქართული პლატფორმა“ დისტანციური ვერიფიკაციისთვის – Identomat

თანამედროვე მოცემულობა, კერძოდ – COVID-19-ის გავრცელების საფრთხით გამოწვეული სოციალური დისტანცირების საჭიროება, სხვადასხვა ორგანიზაციას ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს. ვგულისხმობ, მათი პროდუქტების ციფრული გარდაქმნის საჭიროებას. უფრო კონკრეტულად, ეს არის თანამედროვე ტექნოლოგიებისა და პანდემიის პირობებში, დისტანციური სერვისების სწრაფი დახვეწის აუცილებლობა. ამისათვის კომპანიებს შესაბამისი ინსტრუმენტები სჭირდებათ – პროდუქტები, რომლებიც ბოლო დროს გააქტიურდნენ ქართულ ბაზარზე და რომლებიც მომხმარებლის დისტანციურ იდენტიფიკაციას, მაღალი ეფექტურობითა და სწრაფად ხდიან შესაძლებელს. მათ შორის არის „იდენტომატი“ – პლატფორმა, რომელიც მომხმარებლის ამოსაცნობად/ვერიფიკაციისთვის, სხვების მსგავსად, ხელოვნურ ინტელექტს იყენებს, თუმცა, როგორც მისი ერთ-ერთი შემქმნელი – ზურა კოტარია ამბობს, ეს მათ მიერ, ნულიდან შექმნილი პროდუქტია. გარდა ამისა, პლატფორმას ბევრი საინტერესო დეტალი ახასიათებს, მათ შესახებ ქვემოთ, უფრო დაწვრილებით მოგიყვებით. მანამდე კი აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ „იდენტომატის“ გუნდი აპირებს, რამდენიმე თვის განმავლობაში, უფასოდ შესთავაზოს კომპანიებს მისი პროდუქტის გამოყენება.

Identomat მრავალმხრივია და ერგება როგორც საბანკო სექტორის, ისე სხვა ფინანსური ინსტიტუტების საჭიროებებს. ასევე, ფინტეკ და სადაზღვევო კომპანიებს, სახელმწიფო უწყებებს, აზარტულ თამაშებს, მობილური სერვისების მიმწოდებლებს, ონლაინ განათლებისა თუ დისტანციური მედიცინის სფეროებს და ზოგადად, ელ-კომერციას (მაგალითად, სარეცეპტო ჯგუფის მედიკამენტების გაყიდვა, ან ისეთი პროდუქციის რეალიზაცია, რომელიც ასაკობრივ ან/და სხვა შეზღუდვებს ექვემდებარება).


„იდენტომატის
დახმარებით პიროვნების იდენტიფიცირების/ ვერიფიკაციის პროცედურის ხანგრძლივობა დაახლოებით ერთი წუთია, რაც ძალიან მოსახერხებელი და მარტივია პირველ რიგში მომხმარებლისთვის. ვერიფიკაციის გასავლელად საჭიროა მხოლოდ კომპიუტერი, ან ტელეფონი, კამერითა და ინტერნეტით. პროცესი მარტივია: ვიდეო სელფის საშუალებით ხდება პიროვნების ავთენტურობის (Liveness detection) დადასტურება, სელფისა და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტზე აღბეჭდილი სახის შესაბამისობის შემოწმება (რომ ეს დოკუმენტი მართლაც  კამერის წინ მყოფ ადამიანს ეკუთვნის), დოკუმენტზე არსებული ტექსტური და MRZ, RFID ან QR  ინფორმაციის ექსტრაქცია (გაციფრულება) და მათი შედარება. ბუნებრივია, ეს ყველაფერი როგორც დროის, ისე მატერიალური რესურსის დაზოგვის საშუალებას აძლევს ბიზნესს, სახელმწიფოს და თითოეულ მომხმარებელს/მოქალაქეს“, – ამბობს ზურა კოტარია.  

M: როგორ შექმენით Identomat და რა გამოცდილება გქონდათ ამისთვის?
ერთ წელიწადზე მეტია, რაც ჩვენი გუნდი ამჟამინდელი შემადგენლობით არსებობს და სხვადასხვა პროცესების ავტომატიზაციის მიმართულებით მუშაობს. ჩვენს კომპანიას – Raizomat სამი სპეციალიზაცია აქვს: .. Machine vision (მანქანური ხედვა), Data mining & data analisys (მონაცემთა მოგროვება და ანალიზი) და Robotic Procecs Autmation (ელექტრომექანიკური პროცესების ავტომატიზირება). კერძოდ „იდენტომატს“ საფუძვლად უდევს ობიექტების ცნობის და ვიზუალური ანალიზის პლატფორმა, რომელიც ბევრად ადრე ახერხებდა სახის ამოცნობას და OCR (Optical Character Recognition) ტექსტის წაკითხვას.

ერთერთი ლიტვური Fintech ორგანიზაციისთვის საკრედიტო რისკის შეფასების პლატფორმაზე მუშაობისას წარმოიშვა  KYC (Know Your Customer: იცნობდე შენს მომხმარებელს) პლატფორმის საჭიროების საკითხიც, რომლის ერთერთი რთული ტექნოლოგიური კომპონენტია სწორედ პიროვნების იდენტიფიცირება და ფოტოს ავთენტურობის დადგენა. 2019 წლის სექტემბერში, დავიწყეთ აღნიშნული საკითხის მოკვლევა, უამრავი დრო და რესურსი ჩავდეთ საერთაშორისო ბაზარზე არსებული გადაწყვეტების შესწავლაში, გავაანალიზეთ მათი ძლიერი და სუსტი მხარეები და ჩვენდა გასაკვირად, აღმოვაჩინეთ, რომ მათი აბსოლუტური უმრავლესობა იყენებს ერთსა და იმავე ტექნოლოგიურ კომპონენტს. შევისწავლეთ რა აღნიშნული კომპონენტი, გადავწყვიტეთ, შეგვექმნა ისეთი პროდუქტი, რომელიც ამ დროისათვის არსებულ ყველა პრობლემას ერთდროულად გადაწყვეტდა. საქმე ისაა, რომ ბაზარზე უკვე არის წარმოდგენილი მსგავსი პროდუქტები, თუმცა, არის უამრავი წვრილმანი, რომელიც დაზუსტებას თუ დამუშავებას საჭიროებს.

ასე შეიქმნა სრულფასოვანი ქართული პლატფორმა, რომელიც მთლიანად ჩვენი გუნდის შემოქმედებაა, არ იყენებს ე.წ. მესამე მხარის არც ერთ ხელსაწყოსა თუ სერვისს და თამამად შეგვიძლია, საერთაშორისო ბაზარზე არსებული პროდუქტების ღირსეულ კონკურენტად მოვიაზროთ“.


M:
რა ტექნოლოგიური მიდგომები გამოიყენეთ Identomat-ის შესაქმნელად? ამბობთ, რომ ეს არის პროდუქტი, რომელსაც ქართულთან ერთად, უცხოურ ბაზარზე დამკვიდრების ჯანსაღი ამბიცია აქვს?

იდენტომატი 100%-ით ჩვენი გუნდის ქმნილებაა. პროექტი თავიდანვე საერთაშორისო ბაზრისთვის იყო გამოიზნული და შესაბამისად, თამამად შეგვიძლია, საერთაშორისო კლასის პროდუქტად მოვიაზროთ. „იდენტომატის“ შესაქმნელად გამოვიყენეთ თანამედროვე ხერხებიკომპიუტერული ხედვა და ხელოვნური ინტელექტი. დავეყრდენით არსებულ მეცნიერულ გამოცდილებას და არა მხოლოდ კომპონენტები შევქმენით ნულიდან, არამედ ჩვენი წვლილიც შევიტანეთ თანამედროვე პრაქტიკების განვითარების პროცესშიც. მაგალითად, არსებული ხერხებით დღეს, პრაქტიკულად, შეუძლებელია საბუთზე არსებული ტექსტის (აქ არ იგულისხმება MRZ) წაკითხვა ლეპტოპის კამერით, „იდენტომატი“ კი ამ საკითხსაც უპრობლემოდ აგვარებს.

M: ბოლო დროს, ქართულ ბაზარზე რამდენიმე პროდუქტი გამოჩნდა, რომელიც თქვენი კონკურენტია. რა უპირატესობა გაქვთ მათთან მიმართებაში? სანდოობის, უსაფრთხოების, სისწრაფის, სიმარტივის, ფასისა თუ სხვა კრიტერიუმის გათვალისწინებით?
დიახ, ასეთი პროდუქტების გამოჩენის ამბავმა ჩვენამდეც მოაღწია და ჩვენ მხოლოდ გვახარებს ის, რომ ამ საქმეს მეტი მიმდევარი და „ადვოკატი“ ჰყავს, ვიდრე ეს ამ საქმიანობის წამოწყებისას იყო. თუმცა, მათ ტექნოლოგიურ კონკურენტებად ნაკლებად მოვიაზრებთ. მიზეზი ის არის, რომ, როგორც წესი, ამგვარი კომპანიები არსებული, მზა გლობალურად არსებული კომპონენტების ინტეგრაციას ან გადაყიდვას ახორციელებენ, რაც მათ ნაკლებად აძლევს მოქნილობის საშუალებას ინტეგრაციის, ფუნქიონალის, ბექ-ოფისის თუ ადმინ პანელის სახით. ყველაფერი ეს ჩვენი ცალსახა უპირატესობაა. ჩვენი გუნდის წევრები ყოველდღიურად ავითარებენ „იდენტომატს“, აანალიზებენ ვერიფიკაციის თითოეულ შემთხვევას და აკვირდებიან, სად და როდის იჩენს თავს გარღვევები მომხმარებლის გამოცდილებაში. ეს კი user experience-ის მუდმივად დახვეწისა და გაუმჯობესების საშუალებას გვაძლევს. ადგილობრივი მომხმარებლის ქცევა საგრძნობლად განსხვავდება სხვა ქვეყნების მომხმარებლების ქცევისგან, რის გამოც აუცილებლად მივიჩნევთ, მსგავსი დეტალების გათვალისწინებასა და შესაბამისად რეაგირებას. თითოეულ ჩვენს დამკვეთს ჩვენი დახმარების/ჩარევის გარეშე შეუძლია პროცესის საჭიროებისამებრ გადაწყობა და სისტემის ინტეგრირება თუ კონფიგურირება.

სისტემის უპირატესობებზე საუბრისას აუცილებლად უნდა აღვნიშნოდ მისი თავსებადობა როგორც თითქმის ყველა მოწყობილობასთან, ისე განათების პირობებთან, ოპტიკურ სათვალესთან, წვერის თუ ვარცხნილობის ცვლილებასთან. მეორე მხრივ, ჩვენ ტექნოლოგიური კომპანია ვართ და აბსოლუტურად შესაძლებელია, ჩვენივე შექმნილი მაღალი ხარისხი დღეს „კონკურენტებად“ პოზიციონირებულმა ინტეგრატორმა კომპანიებმაც გამოიყენონ.

ასევე, ერთერთი მთავარი უპირატესობა ის არის, რომ ჩვენი გუნდი აერთიანებს როგორც დეველოპმენტის, ისე ბიზნესის და იურიდიული მიმართულებით გამოცდილ პროფესიონალებს. შედეგად, სრულად ვერთვებით რეგულატორისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადების და მოლაპარაკებების ფაზებშიც.  

და ბოლოს, ფასი: კარგად ვიცნობთ ადგილობრივ ბაზარს და კარგად ვიცით მსგავსი ტექნოლოგიების საერთაშორისო ფასიც. თამამად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ჩვენი საფასო პოლიტიკაც ძალიან მოქნილიაისევე, როგორც ფუნქციონალი, რაც საბოლოო პროდუქტის თითოეული პარტნიორის საჭიროებისამებრ დაკომპლექტების და მიწოდების საშუალებას გვაძლევს.

M: როგორია თქვენი პროგნოზი – რა როლს შეასრულებს Identomat საქართველოში ციფრული სერვისების განვითარების თვალსაზრისით? როგორც ჩანს, ამაზე ადრეც მუშაობდით. ახლა რამდენად მზადაა საფუძველი სერვისების ციფრული გარდაქმნისთვის, ან რამდენად შესაბამისი დროა ამისთვის?
ამ დრომდე თანამედროვე მსოფლიო და საქართველოც სტაბილურად მიდიოდა საფინანსო და სხვა ინდუსტრიებში დისტანციური სერვისების განვითარებისკენ. საქართველოში არსებული რეგულატორების მიდგომა თანამედროვე ტექნოლოგიებისადმი შედარებით კონსერვატიული იყო და ისინი მეტ წილად ტრადიციულ მეთოდებს ანიჭებდნენ უპირატესობას რისკის მინიმიზაციის თვალსაზრისით. თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიები გაცილებით უსაფრთხოა, ვინაიდან არათუ დოკუმენტი და ხელმოწერა, არამედ შედევრებიც კი გაყალბებადია.  ციფრული ტექნოლოგიების შემთხვევაში, მრავალშრიანი დაცვის პირობებში, ისევ თანამედროვე ტექნოლოგიები ამარტივებს გაყალბების აღმოჩენის თუ მტკიცებულებების მოძიების პროცესსა,, რაც მთავარია, ამ ყველაფერზე სპეციალიზაციის არმქონე პირსაც კი მიუწვდება ხელი. მიმდინარე მოვლენებმა ერთმნიშვნელოვნად წამოჭრა დისტანციური არხების აუცილებლობის საკითხი, რის გამოც რეგულატორიც უფრო მოქნილი გახდა. ეს კი მხოლოდ დააჩქარებს ელექტრონული სისტემების განვითარებას.

ამჟამინდელი პირობები იდეალური საშუალებაა როგორც რეგულატორის, ისე ბიზნესისათვის, ჩაერთოს გლობალური ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში და სწრაფად გაუმკლავდეს წარმოქმნილ გამოწვევებს. ჩვენ ამის ნამდვილად გვჯერა და სწორედ ეს რწმენა უდევს საფუძვლად იმ ურთიერთობებს, რომელთა განვითარებაც ამ დრომდე მოვახერხეთ.

M: როგორ აპირებთ გააცნოთ თქვენი პროდუქტი შესაბამისი საჭიროების მქონე კომპანიებს/ორგანიზაციებს? გაქვთ თუ არა დაწყებული მოლაპარაკებები ამ კუთხით? 
სულ ახლახან დავასრულეთიდენტომატის“ ბრენდინგი და დავიწყეთ სადემონსტრაციო ჩვენებები. დაწყებული გვაქვს მოლაპარაკებები რამდენიმე კომერციულ ბანკთან, სადაზღვევო კომპანიასთან, აზარტული თამაშების კომპანიებთან, მიკროსაფინანსო დაწესებულებებთან და საგადახდო პროვაიდერებთან. იმედი გვაქვს, სულ მალე გადავინაცვლებთ მათთან ერთად თანამშრომლობის ფაზაში. ასევე, ვგეგმავთ კამპანიას და საინფორმაციო ვორკშოპებს პოტენციური დამკვეთებისთვის.

არსებულმა ვითარებამ ასეთი სერვისის კრიტიკული საჭიროება წარმოშვა და ჩვენც, საბედნიეროდ, მზად აღმოვჩნდით ამ გამოწვევისთვის. დიდია ინტერესი ადგილობრივ ბაზარზე და ერთ-ერთი კომპანია, რომლის შესახებაც სულ მალე გაიგებთ, უკვე მომდევნო კვირიდან გამოიყენებს ჩვენს მომსახურებას“.

პანდემიამ უამრავი ბიზნესს თუ სახელწმიფო სექტორის წარმომადგენელს უბიძგა დისტანციური სერვისების განვითარებისკენ. ჩვენი მიზანია, მათ აღნიშნული ცვლილებების დანერგვა გავუმარტივოთ, რის გამოც გადავწყვიტეთ, მათ „იდენტომატით“ რამდენიმე თვის მანძილზე, უსასყიდლოდ სარგებლობის საშუალება მივცეთ. ეს სიახლეაბევრისთვის ამ დრომდე წარმოუდგენელიც კი იყოს ამგვარი ტრანსფორმაცია და აუცილებლად მივიჩნევთ, ორგანიზაციებს ახალ რეალობასთან მორგებაში დავეხმაროთ.

ავტორი: ხატია თორდუა

ადამიანებს ერთმანეთთან უფრო მეტი საერთო გვაქვს, ვიდრე ის, რაც გვყოფს! – მადლობა, რომ სახლში რჩები

საკურიერო მომსახურების ახალი კომპანიის „მიმოს“ და „სტარტაპერის“ ერთობლივი შეთავაზება სტარტაპერებს