„დიზაინ ფიქრი“ – ამ ცნებას, დღეს, ხშირად გაიგონებთ. თუმცა, რას უკავშირდება მისი შექმნა? 1991 წელს, ბაზარზე დიზაინ კომპანია IDEO გამოჩნდა. ეს, შესაძლოა, საკმაოდ ახლო წარსულია, მაგრამ გაიხსენეთ, დიზაინის შესაქმნელად, რა ინსტრუმენტები გამოიყენებოდა… IDEO პროდუქტებისა და სერვისების შექმნაზე მუშაობდა და დიზაინის სფეროს გადააზრებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. კომპანიის ფესვებს 1991 წელზე ბევრად ადრე მივყავართ. რეალურად, ის არსებული ოთხი ორგანიზაციის გაერთიანება იყო: David Kelley Design, ID Two, Matrix Product Design კალიფორნიაში და Moggridge Associates ლონდონში.
IDEO-ს პროექტირების პროცესი და სამუშაო სტილი სტენფორდის დიზაინის სკოლაში შემუშავდა. IDEO დიზაინ ფიქრის მეინსტრიმულ კომპანიადაა მიჩნეული. წლების განმავლობაში, გუნდმა დამკვეთებისთვის მოსახერხებელი ტერმინოლოგია, ეტაპები და ინსტრუმენტები შეიმუშავა. ამგვარად, პროცესში ადვილად გარკვევისა და ორიენტირების საშუალება მისცა ყველას, ვინც მეთოდოლოგიას აქამდე არ იცნობდა.
იმისათვის, რომ გავუგოთ ჩვენ გარშემო მიმდინარე პროცესებს, მათი წარმომავლობა უნდა შევისწავლოთ. დიზაინ ფიქრი შემუშავდა იმ სხვადასხვა დისციპლინისა და მეცნიერების გადაწყვეტის შედეგად, რასაც ჩვენი დროის ადამიანურ, ტექნოლოგიურ და უნივაციურ მოთხოვნებზე უნდა ეპასუხა. ბიზნეს-ანალიტიკოსები, ინჟინრები და მეცნიერები ათწლეულებია, ეძებენ პასუხებს ინოვაციურ მეთოდებსა და პროცესებზე. დიზაინ ფიქრის შესახებ, ადრეული მოსაზრებები 50-60-იან წლებს უკავშირდება. ეს კი, თავის მხრივ, მეორე მსოფლიო ომში გამოყენებული მიდგომებიდან იღებს სათავეს, როდესაც ფუნდამენტურად შეიცვალა მსოფლიო, მენეჯმენტის, პროდუქციისა და ინდუსტრიის გაგების თვალსაზრისით.
ამგვარად, IDEO ერთ-ერთ ყველაზე აღიარებულ დიზაინ კომპანიად იქცა, რომელიც ემსახურება ისეთ გიგანტებს, როგორებიცაა Microsoft, Hewlett-Packard, Pepsi და Samsung. კომპანიის მთავარი პრინციპია პროდუქტის მომხმარებლის მიმართ მაქსიმალური თანაგრძნობა. აქ უმთავრესად მიაჩნიათ: მომხმარებლის ქცევაზე დაკვირვება. ამ გზით, ისინი ცდილობენ გაუგონ მომხმარებელს, პროდუქტის მოხმარებისას. ასევე, პრიორიტეტად აქციეს საკუთარი თავის მომხმარებლის ადგილას წარმოდგენა – ცდილობენ იგრძნონ ის, რასაც მომხმარებელი იგრძნობდა და ამ გზით შექმნან დიზაინი. ამ მიდგომით, IDEO-მ დაიწყო იდეების გენერირება და მათი პროტიტიპირება. ამან მიიყვანა შესანიშნავ იდეებამდე და საბოლოოდ, დიზაინ ფიქრის იმ დახვეწილ მიდგომამდე, რასაც დღეს მსოფლიოში იყენებენ.
რუბრიკის “ყავასთან საკითხავი” წარმდგენია Dunkin’.













