in

ირაკლი დოლიძის ნამუშევრები LogoLounge Book 13-ში მოხვდა

LogoLounge-ის მე-13 წიგნში გრაფიკოსი დიზაინერის, ირაკლი დოლიძის (idolize) ნამუშევრები დაიბეჭდა. გამოცემამ Mitsubishi Logistics-ის, SKYBUILD-ისა და Suit USA-ის ლოგოები შეარჩია. LogoLounge ლოგოდიზაინის სფეროს უდიდეს პრესტიჟულ პლატფორმას წარმოადგენს მსოფლიოში. ამ დროისთვის, ის 380,000-ზე მეტ ნამუშევარს აერთიანებს. LogoLounge-ს ათასობით დიზაინერი იყენებს შთაგონების ყოველდღიურ წყაროდ, საკომუნიკაციო სივრცედ, გალერეად თუ პორტფოლიოდ. წიგნების სერიაში კი სპეციალური ჟიურის მიერ შერჩეული ნამუშევრებია თავმოყრილი. მე-13 წიგნისთვის, მსოფლიო მასშტაბით, 3000 ლოგო შეირჩა.

ირაკლი დოლიძე: „LogoLounge მოსახერხებელი პლატფორმაა მათთვის, ვისაც სურს დახვეწოს თვალი და ხელი, გაზარდოს ინდუსტრიის აღქმის მასშტაბები და გრძნობდეს დიზაინის ამ კონკრეტული მიმართულების მაჯისცემას. მახარებს, რომ მისი ნაწილი ვარ“.

როგორ უნდა მართონ თავი პერფექციონისტებმა?

საცობები, გამონაბოლქვი…როგორ მოქმედებს ტრანსპორტი გარემოზე