in

იდრის ელბას Booking.com-ის კამპანიაში კვლავ ნახავთ

Booking.com ახალ სარეკლამო კამპანია Booking.yeah-ს ამჯერად ავსტრალიაში იწყებს, რომელშიც მთავარი ფიგურა ისევ ოქროს გლობუსის მფლობელი მსახიობი, კინორეჟისორი და მუსიკოსი იდრის ელბაა. 

დიახ, ამ წლის დასაწყისში შეერთებულ შტატებსა და ევროპაში წარმატებული სარეკლამო კამპანიის დაწყების შემდეგ, Booking.com ახლა უკვე ავსტრალიურ ეკრანებზე ავლენს ელბას ქარიზმას. საინტერესოა ისიც, რომ კამპანიის მთავარი ნაწილი წლის დასაწყისში აშშ-ში Super Bowl-ის დროსაც გავიდა და მას Youtube-ზე 18 მილიონი ნახვაც კი აქვს. 

ხოლო ავსტრალიისთვის შექმნილი კამპანია მიზნად ისახავს, არა მხოლოდ Booking.com-ის საცხოვრებლების ფართო სპექტრზე ხაზგასმას, არამედ ყურადღებას ამახვილებს მისი სახლების უნიკალურ შეთავაზებებსა და ფრენებზე. 

აშშ-სა და ევროპაში Booking.yeah-ის კამპანიაზე მუშაობისას Booking.com-თან ერთად ფანტასტიკური დრო გავატარე, ამიტომ აღფრთოვანებული დავრჩი, როცა ავსტრალიის კამპანიაში ჩართვა შემომთავაზეს. იმედი მაქვს, რომ ამ რეკლამების ნახვის შემდეგ, ადამიანები შთაგონებულნი იქნებიან, რათა გარკვეული დრო საკუთარი თავისთვის გამოყონ. Booking.com-ის გამოყენება კი თქვენი მოგზაურობის ყველა საჭიროების დაკმაყოფილებაში დაგეხმარებათ, — ამბობს ელბა. 

არჯან დეიკმა, Booking.com-ის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა და მარკეტინგის ხელმძღვანელმა კი განაცხადა: მას შემდეგ, რაც საზღვრები გაიხსნა, ავსტრალია თავისი პიკის სეზონისთვის ემზადება. შესაბამისად, ამ უახლესი Booking.yeah-ის კამპანია მიზნად ისახავს, აჩვენოს, როგორ უადვილებს Booking.com მოგზაურებს დაჯავშნის პროცესს, იქნება ეს სასტუმროები, სახლები თუ ფრენები. შესაძლოა, Booking.com არ იყოს შთამბეჭდავი, მაგრამ ჩვენ ნამდვილად კარგები ვართ იმაში, რასაც ვაკეთებთ.

დემონი ბავშვის დაბადება — ანუ, Goat Games-ის ახალი პერსონაჟის შექმნის კამპანია

Kind-ის ბილბორდები სიკეთის წახალისებას ემსახურება