in

IDS ბორჯომი საქართველო Spotlight 2022-ის მხარდამჭერია!

27 ნოემბერს, Spotlight-ის სცენა კვლავ აბრდღვიალდება! 700-მდე სტუმარი, თბილისში, სასტუმრო პულმან აქსის თაუერსში შეიკრიბება და მონატრებულ მარკეტინგულ დღესასწაულში გადაეშვება. მთელი დღის მანძილზე, Spotlight 2022 მასტერკლასებს, ვორკშოპებს, ინსპირაციულ გამოსვლებსა და პანელურ დისკუსიებს მოიცავს. „სფოთლაითის“ მონატრებული სცენიდან, აუდიტორიას 30-მდე სპიკერი გაუზიარებს გამოცდილებას. უკვე არაერთი წელია, Spotlight 2022-ის მხარდამჭერებს შორისაა IDS ბორჯომი საქართველო. Spotlight 2022-თან მეგობრობაზე IDS ბორჯომი საქართველოს მარკეტინგის დირექტორი ირინა კეიდია გვესაუბრა.

M: თქვენი შეფასებით, რა მნიშვნელობა აქვს სფოთლაითს ქართული მარკეტინგის სამყაროში

პირველ რიგში გილოცავთ „იძულებითი პაუზის“ შემდეგ დაბრუნებას. ჩვენს ცხოვრებაში სფოთლაითი ძალიან საჭირო დროს გაჩნდა. მაშინ, როცა საქართველოში ასეთი მნიშვნელობის ღონისძიებებით არ ვიყავით განებივრებული. მიმაჩნია, რომ სფოთლაითი 2013 წლიდან ნამდვილად ამბობს თავის სათქმელს და არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მარკეტინგული ღონისძიება, რომელსაც ამ სფეროს წარმომადგენლები წლიდან წლამდე დიდი ინტერესით ველოდებით.

M: უკვე მრავალი წელია, ამ ღონისძიებას ადევნებთ თვალს. თქვენი აზრით, რატომ არის მნიშვნელოვანი ასეთი ღონისძიების მხარდაჭერა?

არამარტო გადევნებთ თვალს, არამედ დაარსების დღიდან ვართ სფოთლაითის მხარდამჭერები და გულშემატკივრები. სფოთლაითი მიზნად ისახავს ინდუსტრიის განვითარებას, რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ბიზნესის სფეროს თითოეული წარმომადგენლისთვის.

„ბორჯომი“ დიდი ისტორიის მქონე და ამავდროულად თანამედროვე და ნოვატორი ბრენდია. ჩვენი კომპანია გამოირჩევა მაღალი კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობით და ვართ არაერთი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო პროექტის მხარდამჭერები და ინიციატორები. მიმაჩნია, რომ სფოთლაითი არის ერთ-ერთი საუკეთესო სივრცე განათლებისთვის, გამოცდილებისთვის, შესაძლებლობებისთვის და იდეების გაზიარებისთვის.

 

ღონისძიების წარმდგენია: საქართველოს ბანკი.
პარტნიორი: eTeam.
მხარდამჭერები: TON, Alliance Group, m², ბორჯომი, WOLT, თეთრი კვადრატი, Gulf, GPC, Maxtherm, Skoda, Kenari, Adwise, EKIMO, ლურჯი ოკეანე, ალდაგი, AccountAnts.

LUNAR 1969-ის საათი მთვარის ფრაგმენტს შეიცავს!

პარალიზებულ ადამიანებს ეტლის გონებით მართვა შეუძლიათ — ახალი ტექნოლოგია